Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ისრაელში შესვლის პირობები იცვლება

ისრაელში შესვლის წესები

2025 წლის პირველი იანვრიდან, ისრაელის სახელმწიფოში შესვლის წესები იმ ქვეყნებისთვის იცვლება, რომლებიც ისრაელთან უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ. ქვეყანაში შესასვლელად საჭირო იქნება ვებ გვერდზე რეგისტრაცია და წინასწარ ავტორიზაციის მიღება. პროცედურა ფრენამდე 72 საათით ადრე უნდა მოხდეს.

მოქალაქეები, რომლებიც წინასწარ შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელის სახელმწიფოში 2 წლამდე ვადით გამგზავრების ავტორიზაციას.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მოქალაქე შეიცვლის სახელს ან გვარს, ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაციის მიღება თავიდან მოუწევს.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ავტორიზაცია არ უზრუნველყოფს ქვეყნის საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს კვლავ მოუწევს საზღვრის დაცვის ოფიცერთან გასაუბრება.

პირველ იანვრამდე, ავტორიზაციის გავლა უფასო და ნებაყოფლობითია. ხოლო პირველი ინავრიდან პროცედურა სავალდებულო გახდება და მისი ღირებულება 25 შეკელი იქნება, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 20 ლარია.

თბილისი თელ-ავივი

Departure atReturn atAirlineFind tickets
24 September 202630 September 2026Arkiaავიაბილეთები 1 104 -დან
18 October 202626 October 2026EL ALავიაბილეთები 524 -დან
20 November 202627 November 2026Arkiaავიაბილეთები 435 -დან
15 December 202619 December 2026Israir Airlinesავიაბილეთები 509 -დან

 

ისრაელის მიმართულებით იაფი ავიაბილეთები -ს შესაძენად, დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ავიარეისების შერჩევაში.

Exit mobile version