უკრაინული ავიახაზები გრანდიოზული საშემოდგომო ფასდაკლების შემდეგ, საკუთარი 27-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ისევ გვთავაზობს საკმაოდ მნიშნელოვან ფასდაკლებას.
ამჯერად, მოგზაურებს შეუძლიათ ნებისმიერ მიმართულებაზე, რომელიც თბილისიდან სრულდება, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ და საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინონ ორი გზის ავიაბილეთები.
უკრაინული ავიახაზები თბილისიდან ევროპის მიმართულებით კიევში ტრანზიტით საკმაოდ ბევრ რეისს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. ეს მიმართულებებია : მადრიდი, სტოკჰოლმი, ათენი, ვარშავა, თელ-ავივი, დუსელდორფი, ჰელსინკი, ბერლინი, მილანი, ვილნიუსი, კოპენჰაგენი, ბარსელონა, რომი, ბუდაპეშტი, ჟენევა და ა.შ. ასევე, ფრენები სრულდება ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ნიუ-იორკი და ტორონტო.
სწორედ ამ ქალაქების მიმართულებით გვთავაზობს “FlyUia” განახევრებულ ფასებს. ერთი გზის ღირებულება 72 ევროდან იწყება და ორმხრივი ავიაბილეთის შეძენის შემთხვევაში, მეორე გზაზეც იმავე ფასს გვთავაზობს, რასაც ერთზე.