ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ახალი ასაფრენი ზოლი და ინოვაციური სერვისები ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის აეროპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია უშუალოდ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელებისგან – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანისა და გენერალური დირექტორ ლევან მოსეშვილისგან მიიღო.

აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტი -ში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, შენდება ახალი, F კატეგორიის ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის განკუთვნილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რაც საქართველოში პირველად მოხდება. ამ სამუშაოების დაწყება 2024 წელს მოხდა, ხოლო დასრულება 2026 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა20 აპრილი 202627 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 418 -დან
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
ბარსელონა25 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 403 -დან
ბერლინი27 მაისი 202631 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბრიუსელი30 აპრილი 202614 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 371 -დან
ბრატისლავა15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 185 -დან

თამარ იოსელიანმა ასევე ისაუბრა აეროპორტის მგზავრზე ორიენტირებულ მიდგომაზე და აღნიშნა, რომ დაინერგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ელექტრონული სერვისი:

აეროპორტების გაერთიანება მომავალშიც განაგრძობს მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას, რათა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისა და საჰაერო ხომალდების მომსახურება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version