ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ინდიგო / Indigo airlines

ინდიგო ავიკომპანი

IndiGo Airlines ინდოეთის ყველაზე დიდი კომერციული ავიაკომპანიაა, რომელსაც ადგილობრივი ბაზარის 43.4% უჭირავს. ის ძირითადად ინდოეთის ტერიტორიაზე ოპერირებს და ძირითადად 3 მთავარ პრინციპს ეყრდნობა. მისი მთავარი პრინციპებია დაბალი ფასების შეთავაზება, ფრენების დროულად განხორციელება და ზედმეტი დისკომფორტის გარეშე განხორციელებული მომსახურება.

ასეთი სამაგალითო მიდგომის გამო ინდიგო-ს სახელი უკვე დროულად მისვლასთან ასოცირდება.

2006 წელს დაარსებიდან მოყოლებული, ავიაკომპანია საკმაოდ წარმატებით და სწრაფი ტემპით ანხორციელებს განვითარების პროცესს. აღნიშნული არაორდინალური პროგრესის შემჩნევა მათი საჰაერო ფლოტის სიის მიხედვითაც კი საკმაოდ მარტივია. ცნობილი ინდური კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტის რაოდენობა თავდაპირველად 2 თვითმფრინავს შეადგენდა. ამჟამად IndiGo Airlines–ს საჰაერო ფლოტის მასშტაბური და აღსანიშნავი შემადგენლობა 220 თანამედროვე თვითმფრინავს მოიცავს.

ასეთი წარმატებული განვითარების გზაზე კომპანიამ ასევე ყველაზე საიმედო ავიახაზების წოდებაც არაერთხელ მოიპოვა. სწორედ ამას უკავშირდება მისი ცნობადობის სწრაფი ზრდაც. ამჟამად ინდიგო–ს თვითმფრინავები ჯამში 70 ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებენ ფრენებს. ეს რიცხვი აერთიანებს 53 ადგილობრივ აეროპორტსა და 17 საერთაშორისო დანიშნულებას.

IndiGo Airlines–მ მოახერხა სრულიად შეეცვალა ინდოეთის მოსახლეობის დამოკიდებულება საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ. მათ ერთპიროვნულად განავითარეს ადგილობრივი საჰაერო ბიზნესი და საკუთარი კომფორტული სერვისით საჰაერო მოგზაურობა ხელმისაწვდომ მომსახურებათ და ზედმეტი დისკომფორტისგან დაზღვეულ პროცესად აქციეს. მათ სპეციალური აპლიკაცია აქვთ ავიაბილეთების დასაჯავშნად, ასევე მათ ყიდიან ვებგვერდის, სატელეფონო ცხელი ხაზის და აეროპორტებში განთავსებული ოფისების საშუალებითაც. მათი მთავარი მოწოდება მაღალი ხარისხის მქონე მომსახურების დაბალ ფასად მიწოდებაა.

ასეთი გიგანტური და წარმატებული მასშტაბების მქონე ინდური ავიახაზები მალე თბილისის აეროპორტიდან დაიწყებს პირდაპირი ფრენების განხორციელებას. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ინდიგო–ს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაწყვიტეს ჩვენს რეგიონში ოპერირების დაწყება და მათი ტექნიკური ჯგუფის წევრები და აუდიტები უკვე გამოგზავნეს საქართველოში სიტუაციის შესასწავლად. ეს მართლაც შესანიშნავი და სასიხარულო სიახლეა ქართველი მოგზაურებისათვის, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი ახალი ლოკაციის მონახულება სურთ.

თბილისი დელი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 დეკემბერი 202431 დეკემბერი 2024პირდაპირიIndiGoავიაბილეთები 1 286 -დან
17 იანვარი 202527 იანვარი 2025პირდაპირიIndiGoავიაბილეთები 850 -დან
12 თებერვალი 202516 თებერვალი 2025პირდაპირიIndiGoავიაბილეთები 832 -დან
16 მარტი 202513 აპრილი 2025პირდაპირიIndiGoავიაბილეთები 842 -დან
14 აპრილი 202529 აპრილი 2025პირდაპირიIndiGoავიაბილეთები 880 -დან
2 მაისი 202518 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 411 -დან
23 ივლისი 202528 ივლისი 20251 ᲒაჩერებაFlydubaiავიაბილეთები 2 542 -დან
20 აგვისტო 202527 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაFlydubaiავიაბილეთები 2 653 -დან

 

Exit mobile version