ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air ფრენებს 27 მიმართულებამდე ზრდის

ვიზეარის გაზრდილი მიმართულებები ქუთაისიდან

უნგრული დაბალბიუჯეტიანია ავიაკომპანია – Wizz Air -ი გაფართოებას განაგრძობს და ქუთაისის აეროპორტში დამატებითი Airbus A321neo-ის განთავსებას გეგმავს. ამით ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა სამამდე გაიზრდება, რაც ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს, დაიწყოს ფრენა ხუთ ახალ მიმართულებაზე და 27 მარშრუტამდე გაზარდოს ქსელი საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქიდან.

ფრენები ფრანკფურტის მიმართულებით 1 ივნისიდან დაიწყება, ჰამბურგის მიმართულებით 2 ივნისიდან, ბრიუსელის და პოზნანის მიმართულებით 3 ივნისიდან, ხოლო მადრიდის მიმართულებით კი – 4 ივნისიდან. ხუთივე მარშრუტი შემოთავაზებული იქნება კვირაში 2-ჯერ.

გარდა ამისა, სიხშირეები გაიზრდება ქუთაისი პარიზის, მილანის, პრაღის და მემინგენის რეისებზე.

ამჟამად ვიზეარი საქართველოდან ფრენებს ახორციელებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

wizz air -ის ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი29 აპრილი 20264 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბარსელონა25 მარტი 202621 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
ბერლინი1 აპრილი 20268 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 352 -დან
ბრიუსელი23 აპრილი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 251 -დან
ბრატისლავა18 მარტი 202623 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 192 -დან
ბუდაპეშტი28 მარტი 202611 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 233 -დან
დორტმუნდი15 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
მემინგენი26 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 150 -დან
ჰამბურგი28 მარტი 202611 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 262 -დან

 

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, გასული წლის განმავლობაში, გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს! 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ვიზიარი 45,7 მილიონმა მგზავრმა აირჩია, რაც 2021 წელთან შედარებით  110.2%-იანი ზრდა გახლავთ.

2022 წელს ავიაკომპანიამ გაფართოება განაგრძო, რაც 142 მიმართულებით, 275 ახალი მარშრუტის დამატებაში გამოიხატა. გასულ წელს ავიაკომპანიამ სრულიად ახალი 27 Airbus თვითმფრინავი მიიღო, რამაც მისი ფლოტი 177-მდე გაზარდა. ულტრათანამედროვე საჰაერო ფლოტის დამსახურებით კი, ავიაკომპანიის ნახშირბადის საშუალო წლიური ემისია მის მიერ ოდესმე დაფიქსირებული მაჩვენებლებიდან ყველაზე დაბალია.

არ გაუშვათ შანსი ხელიდან და გაემგზავრე ევროპის სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო ფასად Wizz Air -თან ერთად. ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 551 907 907

Exit mobile version