Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ჰერაკლიონის მიმართულებით

ჰერაკლიონი

საბერძნეთის სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროს დაუვიწყარ მოგონებებსა და ულამაზეს სანახაობას გპირდებათ. ამ ქვეყნის უდიდესი ქალაქებიდან მთელი წლის მანძილზე ყველაზე უფრო აქტიური და მომხიბვლელი მხარის სტატუსს ჰერაკლიონი ყველაზე მარტივად იმსახურებს, რადგან ამ ქალაქს მართლაც არასდროს არ სძინავს.

მართლაც გამორჩეული პორტებისა და მდიდარი ისტორიის მქონე უძველესი უბნების წყალობით ეს ლოკაცია ყოველთვის რაღაც ახალს ჰპირდება მის სტუმრებს. აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებაა შესაძლებელი, თანაც ამას უფრო მხიარულ პროცესად აქცევს ქალაქის ქუჩები, რომლებიც იდეალურადაა მოწყობილი ფეხით სეირნობის მოყვარულთათვის. თანაც, ავიაბილეთები ჰერაკლიონის მიმართულებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ, რადგან ამ ქალაქში მუდამ იდეალური ჰავა და ამინდია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის ამ ულამაზეს მხარეში ჩასაფრენად თქვენ საკმაოდ კომფორტული მომსახურეობის მიღება შეგიძლიათ. საქართველოს დედაქალაქიდან გასაფრენი ავიაბილეთები ჰერაკლიონის მიმართულებით სჯობს ავია კომპანია AEGEAN-ის ოპერატორებისგან შეიძინოთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ იმგზავროთ საკმაოდ მოხერხებული და კომფორტული თვითმფრინავით და არც მეგობრული პერსონალის მომსახურეობა მოგაკლდებათი. აღნიშნული სერვისის მისაღებად ავიაბილეთების ყიდვა 500-დან 550-მდე ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

თბილისი ჰერაკლიონი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 September 20267 October 20262 StopsLufthansaავიაბილეთები 1 041 -დან
8 October 202615 October 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 792 -დან

კროოსის არქეოლოგიური ძეგლისა და საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის დათვალიერების მსურველებს ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენაც ადვილად შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო კომფორტულ და დაბალფასიან სერვისს საბერძნეთის მონახულების მსურველებს ავია კომპანია Wizz Air სთავაზობს. ცნობილი ავია ხაზების რეისები ჰერაკლიონის მიმართულებით საკმაოდ ხშირად ხორციელდება და მათი სერვისის სარგებლობისთვის 500-დან 550-მდე ლარის გადახდა მოგიწევთ ავიაბილეთის ყიდვისას.

ქუთაისი ჰერაკლიონი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
21 September 202626 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 906 -დან
21 October 202629 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 776 -დან

თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჰერაკლიონის მსგავსად კიდევ უამრავი ლამაზი ლოკაციის მოსანახულებლად გაფრენაა შესაძლებელი. ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთების შეძენისათვის თქვენ საკმაოდ მარტივი და სწრაფი საშუალების გამოყენება შეგიძლიათ. საუბარია avia.ge-ის ვებგვერდის საძიებო სისტემაზე, რომელიც სახლიდან გაუსვლელად მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ ნებისმიერი ავიახაზების რეისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ამ მარტივი საძიებო ინტერფეისის წყალობით თქვენ მარტივად დაახარისხებთ ავიაბილეთებს ფასის მიხედვით და სწრაფად ამოარჩევთ ყველაზე მოხერხებულ ვარიანტს. სწორედ ასე მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები ჰერაკლიონის მიმართულებით.

Exit mobile version