2024 წლის 21 ნოემბერს, ავიაკომპანია Geosky , რომლის სამგზავრო მიმართულებასაც Georgian Wings -წარმოადგენს, მიწვეული იქნა იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც IATA-ს მიერ ორგანიზებულ 2024 Wings of Change (WOC) Europe ღონისძიებაზე მონაწილეობდა. ამ ღონისძიებაზე ჯეო სქაი ოფიციალურად დაჯილდოვდა IATA-ს წევრობის სერტიფიკატით.
ავიაკომპანიის ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორმა, დავით ნერსეზაშვილმა, აღნიშნა: „ჩვენთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღოთ IATA-ს წევრობის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალში, რომელიც გაიმართა Wings of Change Europe-ის ღონისძიებაზე რომში. ეს მოვლენა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს Geosky-ს ისტორიაში, როგორც IATA-ს ახალი წევრისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობას და ვისწრაფვით უფრო მაღალი მიზნებისაკენ.“
Geosky-მ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა IATA-ს გუნდის წევრების, მათ შორის რაფაელ შვარცმანის, ალექს ონაცკის და კარმენ აგილარ გარსია დე ლა კუადრას მიმართ, პროცესის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა გადაუხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან კარანაძეს, რომელმაც Geosky-ს მიღწევები მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ Geosky-მ 2024 წლის ივნისში წარმატებით დაასრულა IOSA-ს (IATA-ს ოპერაციული უსაფრთხოების აუდიტი) სერტიფიცირების პროცესი. კომპანია განაგრძობს IATA-ს მისიის მხარდაჭერას, უსაფრთხო, მდგრადი და წარმატებული საჰაერო სივრცის განვითარების უზრუნველსაყოფად.
დაჯავშნეთ ფრენები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ს დახმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907