ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში მოგზაურობა პასპორტის გარეშე შეუძლიათ

somxetis-aviabiletebi

საქართველოსა და სომხეთს შორის, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს, მოგზაურობა პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეუძლიათ. აღნიშნული შეთანხმება 2023 წლის 12 იანვარს გაფორმდა და ძალაში 2023 წლის 1 ივლისიდან შევიდა.

“შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს სომხეთში, ხოლო სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით შეუძლიათ იმოგზაურონ”. – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისი ერევანი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
3 ივლისი 20267 ივლისი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 305 -დან
18 აგვისტო 202621 აგვისტო 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 332 -დან
18 სექტემბერი 202620 სექტემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 365 -დან

საქართველოდან სომხეთში პირდაპირ რეისებს თბილისის აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით სომხეთის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანიები – FlyOne და Fly Arna ახორციელებენ, ფრენებს ასევე გვთავაზობს პეგასუსიც. რაც შეეხება მგზავრობის ხანგრძლივობას, პირდაპირი რეისით მხოლოდ 30-50 წუთია საჭირო.

სომხეთის მიმართულებით ავიაბილეთები ყველაზე დაბალ ფასად რომ შეიძინოთ, დაგვირეკეთ ნომერზე:  551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version