ავიაბილეთები ყველაზე იაფად

FlyUia კიევი ბათუმი კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს

უკრაინის ავიახაზები ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ავიაკომპანიე იწყებს ოპერირებას. ამჯერად, ყველასთვის კარგად ცნობილი უკრაინული ავიაკომპანია, FlyUia (უკრაინის ავიახაზები) შეუერთდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს.

FlyUia თბილისის გარდა, უკვე ბათუმშიც შეასრულებს ფრენებს კიევიდან. ავიაკომპანია კიევი – ბათუმი – კიევის საჰაერო ხაზზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე იფრენს.

კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით ავიარეისები კვირაში 4 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

10 ივნისიდან 12 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას, ხოლო 18 ივნისიდან 10 სექტემბრამდე – ყოველ ორშაბათს და პარასკევს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.

Exit mobile version