ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ფლაი დუბაი , ავიაკომპანია ფლაიდუბაი

ფლაი დუბაი

ცნობილი კომპანიის წარმომადგენლებმა ფრენები 2009 წელს დაიწყეს და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებენ განვითარებას. ამჟამად FlyDubai უკვე 90–ზე მეტი ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებს ფრენებს დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან და Al Maktoum–ის საერთაშორისო აეროპორტიდან. ამ რეგიონში აღნიშნული კომპანია ყოველთვის მოწინავე პოზიციას იკავებს უახლესი თვითმფრინავებისა და სიახლეების დანერგვის მსურველ კომპანიებს შორის.

ფლაი დუბაი საკმაოდ დიდი ხანია უკვე რაც გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე აქტიურად მუშაობს. მათი სერვისის გამოყენებისას თქვენ მოგიწევთ იფრინოთ უახლესი კლასის Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავით, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად ითვლება დღეს. 2017 წელს კომპანიამ საკუთარ საჰაერო ფლოტში Boeing 737 MAX 8 დაამატა, რომლის წყალობითაც ფლაი დუბამ უფრო შეამცირა საწვავის ხარჯები, ჰაერში გამოყოფილი დაბინძურებული ჰაერის მასა და ფრენისგან გამოწვეული ხმაური.

კომპანიის მთავარი პრინციპია შეუქმნას მგზავრებს კომფორტული გარემო. ამის გამო მათი თვითმფრინავები გამოირჩევა მართლაც საკმარისი სივრცით ფეხებისათვის და ასევე მოხერხებული ზომის უჯრებით თავს ზემოთ, რათა თქვენი ბარგი მოათავსოს კომფორტულად. ავიაკომპანია ფლაიდუბაი ს თვითმფრინავების ინტერიერი ასევე კომფორტული მგზავრობისთვის შესაფერისი განათებითაცაა აღჭურვილი.

ფლაი დუბაის პერსონალი უკვე 4000–ზე მეტ დასაქმებულ ადამიანს მოიცავს, რომლების წარმომავლობაც უკვე 114 განსხვავებულ ქვეყანას ითვლის. ასეთი სტრატეგიით კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ შეუქმნან საკუთარ ბორტზე კომფორტი ნებისიერი ქვეყნის მაცხოვრებელ მოგზაურს. ფლაი დუბაი ფრენებს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდანაც აწარმოებს, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია Avia.Ge–ს საძიებო სისტემის წყალობით შეგიძლიათ მოიძიოთ.

ცნობილი ავიამპანია საქართველოს დედაქალაქიდანაც ასრულებს საკმაოდ კომფორტულ რეისებს. ავიახაზების ყველაზე პოპულარული მიმართულება თბილისი დუბაია. ამ შემთხევაში ფლაიდუბაი -ს სერვისით სარგებლობისათვის 450–დან 500–მდე ლარის გადახდა მოგიწევთ, რისი საშუალებითაც თბილისის აეროპორტიდან დუბაიში პირდაპირი რეისით ჩაფრინდებით.

თბილისი დუბაი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 მაისი 202630 მაისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 453 -დან
15 ივნისი 202620 ივნისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 413 -დან
2 ივლისი 20268 ივლისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 413 -დან
11 აგვისტო 202618 აგვისტო 2026Flydubaiავიაბილეთები 1 458 -დან

Avia.Ge–ს ვებგვერდის და ახლა უკვე მობილური აპლიკაციის საძიებო სისტემის წყალობითაც თქვენ რამდენიმე წუთში შეძლებთ სასურველი ინფორმაციის მიღებას. ფლაი დუბაის საუკეთესო აქციებისა და იაფი ავია ბილეთების შეძენა თქვენ სახლიდან გასვლილს მაგივრად, Avia.Ge–ს დახმარებით შეგეძლებათ. აპლიკაციის წყალობით თქვენ ასევე შეძლებთ ორ წუთში დაჯავშნოთ სასტუმროსა და ავტომანქანის მომსახურებაც უცხო ქვეყანაში გასაფრენი ავია ბილეთების შეძენასთან ერთად.

Exit mobile version