ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ტულუზის მიმართულებით

ტულუზა

სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე საოცრად მომხიბვლელმა და ზღაპრულმა ქალაქებმა მოიყარეს თავი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ქალაქი ტულუზა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ჰპირდება თავის სტუმრებს.

ავიაბილეთები ტულუზის მიმართულებით გამოგზაურებთ ქალაქში, რომელსაც La Ville Rose ანუ ვარდისფერ ქალაქს უწოდებენ და ეს სახელწოდება მას კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს ხდის. ვარდისფერი და ნარინჯისფერი აგურით აშენებული შენობები, ულამაზესი და დახვეწილი ქუჩები, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, რეკრეაციული ზონები და უგემრიელესი სამზარეულო – ეს ყველაფერი, რაც ამ ქალაში დაგხვდებათ და პირველივე ნახვისას შეგაყვარებთ თავს.

რა უნდა ნახოთ ტულუზაში?

ტულუზაში აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობა წმინდა სერნინის, ტულუზის პირველი ეპისკოპოსის ბაზილიკაა. ეკლესია, რომელიც ადრე მონასტერს წარმოადგენდა, საკმაოდ საინტერესო  არქიტექტურით გამოირჩევა და დღემდე შემორჩენილ ყველაზე დიდ რომაულ სტილში აშენებულ ნაგებობას წარმოადგენს.

რაც შეეხება მუზეუმებს და გალერეებს, ტულუზა ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია. თქვენ ბევრი საინტერესო ისტორიული ნივთები და ხელოვნების ნიმუშები შეგიძლია აღმოაჩინოთ ამ ქალაქში და მის ისტორიასა და კულტურას კიდევ უფრო ახლოს გაეცნოთ.

ავიაბილეთები ტულუზის მიმართულებით თქვენ პატარა იაპონიაშიც გამოგზაურებთ, რაშიც დარწმუნდებით, როდესაც იაპონურ ბაღს აღმოაჩენთ. იაპონურ სტილში გაშენებული პარკი საუკეთესო ადგილია სეირნობისთვის, პიკნიკისთვის ან უბრალოდ საინტერესო და მშვიდ გარემოში დასვენებისთვის. ამასთანავე, თქვენ იაპონიის ისტორიისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც შეძლებთ.

რა აქტივობებს გვთავაზობს ტულუზა?

იქედან გამომდინარე, რომ ტულუზა მდინარე გარონზეა გაშენებული, ნავით გასეირნების საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს იძლევა. ნავის ტურზე თქვენ შეძლებთ ტულუზის გამორჩეული ხიდების ნახვას და ულამაზესი ხედებით დატკბობას.

ტულუზაში საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან ღამის ცხოვრებას აღმოაჩენთ. საინტერესო მოგზაურობასთან ერთად, თქვენ შეძლებთ საკმაოდ აქტიური და მხიარული დღეები გაატაროთ ამ ქალაქში.

როგორ უნდა გაემგზავროთ ტულუზაში?

ტულუზაში მოხვედრას ყველაზე ბიუჯეტურ ფასად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებთ. ქუთაისი ტულუზა -ს მიმართულებით ავიაკომპანია vizz Air ge-ის ავიაბილეთების შეძენისას, ჯერ ბრიუსელში გაემგზავრებით, შემდეგ კი პირდაპირი რეისით მოხვდებით ტულუზაში. ორი გზის ავიაბილეთს 350-450 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, თბილისი ტულუზა –ს მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია Turkish Airlines-ი გვთავაზობს, რომელიც სტამბოლის აეროპორტში ტრანზიტით ჩაგიყვანთ ტულუზაში, საუკეთესო მომსახურებას და ორხმრივ ავიაბილეთს კი 750-900 ლარად შემოგთავაზებთ.

ავიაბილეთები ტულუზის მიმართულებით თბილისიდან ასევე, შეგიზლიათ შეიძინოთ ავიაკომპანია Lufthansa -ს რეისზე. მიუნხენში რამდენიმე საათიანი ტრანზიტის შემდეგ, თქვენ ულამაზეს ტულუზაში აღმოჩნდებით და ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის ორი გზის ბილეთს 900-დან 1000 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ბათუმი ტულუზა -ს მიმართულებით რეისი შეგიძლიათ ორი გადახდომით ააწყოთ. ასე მაგალითად: ბათუმის აეროპორტიდან ავიაკომპანია Turkish Airlines -ი ჯერ სტამბოლის, შემდეკ კი მარსელის აეროპორტში ჩაგაფრენთ, იქედან კი ავიაკომპანია Chalair Aviation -ი პირდაპირ ტულუზა-ბლანნაკის აეროპორტიში მოგახვედრებთ.

ტულუზის ავიაბილეთები შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

ტულუზის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version