ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები რეიკიავიკის მიმართულებით

რეიკიავიკის ავიაბილეთები

მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი რეიკიავიკი სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტის ყურადღებას იპყრობს, რადგან საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის შემოთავაზება შეუძლია.

ავიაბილეთები რეიკიავიკის მიმართულებით გამოგზაურებთ ყველაზე სუფთა, უსაფრთხო და გამწვანებულ ქალაქში, სადაც საუკეთესო დღეების გატარებას შეძლებთ. მისი ისტორიისა და კულტურის გაცნობა კი ამ ქალაქზე საოცარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ალბათ “The Settlement Exhibition”-ის ნახვა იქნება, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სხვადასხვა ეპოქის ნივთები ინახება. მათ შორისაა ვიკინგების ეპოქის მონაპოვრები, რომელთა ნახვაც საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ მათი ცხოვრების წესისა და სტილის შესახებ ინფორმაციას.

რეიკიავიკში ვიზიტისას აუცილებლად უნდა ნახოთ ქვეყნის ყველაზე მაღალი ნაგებობა – ლუთერანული ტაძარი Hallgrímskirkja , რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ტაძარი, რომელიც 41 წლის განმავლობაში შენდებოდა, დღეს როგორც რეიკიავიკის, ისე მთელი ისლანდიის  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

ავიაბილეთები რეიკიავიკის მიმართულებით განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩენა იქნება მათთვის, ვისაც ხელოვნება და კულტურა იზიდავს. ამ ქალაქში განსაკუთრებით მრავლადაა მუზეუმები, გალერეები, გამოფენები, თეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმები.

რეიკიავიკი გართობისა და ღამის ცხოვრების მხრივ საკმაოდ განვითარებული  ქალაქია, ამიტომ სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობასთან ერთად, შეგიძლიათ საკმაოდ მხიარული და აქტიური დღეებიც გაატაროთ.

განსაკუთრებით მოხიბლული დარჩებით რეიკიავიკის რესტორნებითა და კაფეებით, რომლებიც საკმაოდ მაღალ სტანდარტებს შეესაბამება. ხოლო ეროვნული სამზარეულოს გაცნობა და კერძების დაგემოვნება კი ცალკე თავგადასავალი იქნება თქვენთვის.

ავიაბილეთებს რეიკიავიკის მიმართულებით ყველაზე ბიუჯეტურ ფასად ავიაკომპანია Wizz Air ge-ი გვთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისი რეიკიავიკის -ს მიმართულებით პირდაპირი რეისი არ სრულდება, თუმცა ვიზეარი ჯერ ევროპის რომელიმე ქალაქში, მაგალითად, ვარშავაში ან ვროცლავში ჩაგიყვანთ, შემდეგ კი რეიკიავიკის მიმართულებით პირდაპირი რეისი გაემგზავრებით. რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 500-650 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ქუთაისი რეიკიავიკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 მაისი 202413 მაისი 20241 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 861 -დან
19 ივნისი 202426 ივნისი 20242 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 1 391 -დან
10 ივლისი 202416 ივლისი 20243 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 441 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic -ი გვთავაზობს. თბილისი რეიკიავიკის -ის მიმართულებით გამგზავრებისას თქვენ რიგაში გადაჯდომა მოგიწევთ. ორმხრივ ავიაბილეთს კი 850-950 ლარად შეიძენთ.

თბილისი რეიკიავიკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მაისი 20245 ივნისი 20243 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 395 -დან
10 ივნისი 202417 ივნისი 20241 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 471 -დან
10 ივლისი 202416 ივლისი 20243 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 759 -დან

რაც შეეხება ბათუმი რეიკიავიკის -ის ფრენებს, თქვენ შეგიძლიათ ააწყოთ ორი გადაჯდომით რეისები. ასე მაგალითად: ბათუმიდან Turkish Airlines -ის რეისით ჯერ სტამბოლის ახალ აეროპორტში, შემდეგ კი ვარშავის – ფრედერიკ შოპენის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავრებით. იქედან კი Wizz Air -ით კი პირდაპირ რეიკიავიკის – კეფლავიკის აეროპორტში მოხვდებით.

ავიაბილეთები რეიკიავიკის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში მოიძიოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის კი შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ ინდივიდუალური შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.

რეიკიავის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version