Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, საქართველოდან 19 ავიარეისი გაუქმდა

გაუქმებული ფრენა

ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, საქართველოდან რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა – კერძოდ, თბილისის აეროპორტიდან 12, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 7 რეისი. ინფორმაცია ამის შესახებ BMG-ს TAV Georgia-ში დაუდასტურეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ შეჩერებულია როგორც ისრაელის, ისე სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილი ფრენებიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოდან აღნიშნულ მიმარტულებებზე.

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 აგვისტო 202625 აგვისტო 2026EL ALავიაბილეთები 723 -დან
27 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026EL ALავიაბილეთები 527 -დან
16 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026EL ALავიაბილეთები 546 -დან

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ირანზე. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამიზნე გახდა ურანის გამდიდრების ქარხანა ნათანზში და ასევე მეცნიერები, რომლებიც ბირთვული იარაღის განვითარებაში მონაწილეობენ. მიმდინარე მოვლენების გამო საჰაერო სივრცე დახურეს ირანმა, ისრაელმა, ერაყმა და იორდანიამ, ხოლო ისრაელში თავდაცვის მიზნით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დროებით დაიხურა ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version