ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, საქართველოდან 19 ავიარეისი გაუქმდა

გაუქმებული ფრენა

ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, საქართველოდან რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა – კერძოდ, თბილისის აეროპორტიდან 12, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 7 რეისი. ინფორმაცია ამის შესახებ BMG-ს TAV Georgia-ში დაუდასტურეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ შეჩერებულია როგორც ისრაელის, ისე სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილი ფრენებიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოდან აღნიშნულ მიმარტულებებზე.

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 დეკემბერი 202520 დეკემბერი 2025Arkiaავიაბილეთები 603 -დან
13 იანვარი 202618 იანვარი 2026El Al Israel Airlinesავიაბილეთები 647 -დან
16 თებერვალი 202616 თებერვალი 2026Israir Airlinesავიაბილეთები 551 -დან

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ირანზე. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამიზნე გახდა ურანის გამდიდრების ქარხანა ნათანზში და ასევე მეცნიერები, რომლებიც ბირთვული იარაღის განვითარებაში მონაწილეობენ. მიმდინარე მოვლენების გამო საჰაერო სივრცე დახურეს ირანმა, ისრაელმა, ერაყმა და იორდანიამ, ხოლო ისრაელში თავდაცვის მიზნით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დროებით დაიხურა ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version