ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბათუმიდან ბაქოს მიმართულებით ფრენების პროგრამა ხანგრძლივდება

batumi bako

აზერბაიჯანის ეროვნული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines ( AZAL ) ბათუმი ბაქო ბაქო ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე ფრენების პროგრამას გაახანგრძლივებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, AZAL აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირებას 2025 წლის 12 იანვრის ჩათვლით გააგრძელებს. რეისები კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას განხორციელდება.

აზალში აღნიშნავენ, რომ ბათუმის მიმართულებით ფრენების გაგრძელება მგზავრებს საშუალებას მისცემს, ზამთრის მოგზაურობები საქართველოში კომფორტულად დაგეგმონ და პოპულარულ კურორტზე მარტივად დაისვენონ. აღნიშნული სიახლე ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მოგზაურებისთვის, ვინც აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს.

ასევე, ცნობილია, რომ AZAL georgia -მ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმართულებით კომპანიის ფრენებს Buta Airways -ის ბრენდითაც ახორციელებენ.

ბათუმი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ოქტომბერი 202427 ოქტომბერი 2024აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 591 -დან
8 ნოემბერი 202415 ნოემბერი 2024აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 310 -დან
13 დეკემბერი 202415 დეკემბერი 2024აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 325 -დან
5 იანვარი 202512 იანვარი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 322 -დან

 

ბაქოს ვიზიტი საინტერესოა მისი უნიკალური კომბინაციის გამო, სადაც ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე და ისტორიული კულტურა. ქალაქი განთქმულია თავისი ფუტურისტული არქიტექტურით, როგორიცაა Flame Towers და ცნობილი Heydar Aliyev Center, ასევე უძველესი ძეგლებით, მათ შორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძველი ქალაქი – Icherisheher.

ბაქო ასევე გთავაზობთ დახვეწილ გასტრონომიას, კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ მშვიდ სასეირნო ბულვარებსა და მრავალფეროვან მუზეუმებს. მდიდარი ისტორია, აღმოსავლური სტუმართმოყვარეობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქალაქს იდეალურ ტურისტულ მიმართულებად აქცევს, რომელიც იდეალური როგორც კულტურული, ისე კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის.

დაჯავშნე AZAL -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version