ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რამდენი წლის წინანდელ ფრენაზე შემიძლია მოვითხოვო ფრენის კომპენსაცია?

kompensacia frenaze avia ge

ფრენის გადადება ან ფრენის დაგვიანება ავიაკომპანიას ავალდებულებს მგზავრს გადაუხადოს ფრენის კომპენსაცია. მგზავრების მიერ ფრენის კომპენსაციის მოთხოვნა დღითიდღე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. იურიდიული კომპანიების დახმარებით, ავიამგზავრები უფრო მეტად ინფორმირებულები არიან საკუთარი უფლებების შესახებ. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მგზავრები უკეთესად იცავენ საკუთარ უფლებებს და ავიაკომპანიებისგან იღებენ კუთვნილ ფრენის კომპენსაციას.

მოითხვე კომპენსაცია

ძალიან ხშირად, როდესაც გვესმის რომ ჩვენს მეგობარს, ნაცნობს ან ახლობელს ავიაკომპანიამ გადაუხადა ფრენის კომპენსაცია დაგვიანებული ან გადადებული ფრენის გამო, გვახსენდება რომ წლების წინ ჩვენც დაგვაზარალა ავიაკომპანიამ ფრენის დაგვიანებით ან გადადებით თუმცა ფრენის კომპენსაცია არ მოგვითხოვია, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც რომ არ ვიცოდით ჩვენი ამ უფლების შესახებ ან ვიცოდით მაგრამ არ გვჯეროდა რომ რეალურად შესაძლებელი იყო კუთვნილი ფრენის კომპენსაციის მიღება.flyhelp ფრენის კომპენსაცია

ასეთ დროს, ბუნებრივად გვიჩნდება კითხვა – შემიძლია თუ არა მოვითხოვო ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისაგან იმ დაგვიანებულ/გადადებულ ფრენაზე, რომელიც წლების წინ მოხდა?

ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა არაერთგვაროვანი. სხვადასხვა ფრენაზე შესაძლებელია სხვადასხვა ვადა ვრცელდებოდეს. შევეცდებით აგიხსნათ რაშია საქმე.

ვადას, რა დროის განმავლობაშიც ავიამგზავრს შეუძლია მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია ავიაკომპანიისგან ხანდაზმულობის ვადა ეწოდება. თუ ხანდაზმულობის ვადა გასულია, მგზავრს მოთხოვნის უფლება აღარ აქვს. მთავარი კითხვაც სწორედ ეს არის, ხანდაზმულობის რა ვადა ვრცელდება ავიაკომპანიისაგან გადადებული ან დაგვიანებული ფრენის გამო კომპენსაციის მოთხოვნაზე?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონმდებლობა, რომელიც ავიაკომპანიებს ავალებს მგზავრებს გადაუხადოს კომპენსაცია დაგვიანებულ ან გადადებულ ფრენებზე მიღებული არის ევროკავშირის მიერ, კერძოდ 2004 წელს ევროკავშირის პარლამენტისა და საბჭოს მიერ მიღებული რეგულაცია #261. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადაზე პასუხიც სწორედ ამ რეგულაციაში უნდა ვეძებოთ.

სამწუხაროდ, უშუალოდ რეგულაცია არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ ხანდაზმულობის როგორი ვადა ვრცელდება ფრენის კომპენსაციის მოთხოვნაზე. სწორედ ამიტომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ერთერთ მის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ამ საკითხზე და დაადგინა წესი, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადა.

kompensacia flyhelp2012 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე (Joan Cuadrench Moré VS Koninklijke Luchtvaart Maatschappij NV) ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ დაგვიანებული ან გადადებული ფრენის გამო ფრენის კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა დადგინდეს ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით რომელიც ვრცელდება კონკრეტულ ავიარეისზე.

თავის მხრივ, საკითხი იმის შესახებ თუ ევროკავშირის რომელი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა ვრცელდება ამა თუ იმ ფრენაზე, ასევე დადგენილია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმეზე Peter Rehder v Air Baltic Corporation) სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ფრენაზე ვრცელდება ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა სადაც მგზავრი მიფრინავდა ან საიდანაც მგზავრი მოფრინავდა, ან გაფრენის და ჩაფრენის ქვეყნის კანონმდებლობა ერთად (იმ შემთხვევაში თუ ორივე მათგანი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა).

ანუ, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ:

შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც, დგინდება სწორედ იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც ვრცელდება თქვენს ფრენაზე. ხანდაზმულობის ვადა, ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში სხვადასხვაა, მათი ზუსტი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ქვეყანა ვადა
ავსტრია 3 წელი
ბელგია 1 წელი
ბულგარეთი 5 წელი
ხორვატია 3 წელი
კვიპროსი 6 წელი
ჩეხეთის რესპუბლიკა 3 წელი
დანია 3 წელი
ესტონეთი 3 წელი
ფინეთი 3 წელი
საფრანგეთი 5 წელი
გერმანია 3 წელი
საბერძნეთი 5 წელი
უნგრეთის 5 წელი
ისლანდია 2 წელი
ირლანდია 6 წელი
იტალია 26 თვე
ლატვია 2 წელი
ლიეტუვა 3 წელი
ლუექსემბურგი 10 წელი
მალტა უვადო
ნიდერლანდები 2 წელი
ნორვეგია 3 წელი
პოლონეთი 1 წელი
პორტუგალია 3 წელი
რუმინეთი 3 წელი
სლოვაკეთი 2 წელი
სლოვენია 2 წელი
ესპანეთი 5 წელი
შვედეთი 3 წელი
შვეიცარია 2 წელი
გაერთიანებული სამეფო 6 წელი

info@FlyHelp.ge / 579 20 60 40

Exit mobile version