ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისიდან ურუმჩის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

tbilisi urumchi

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილეს სახელმწიფო ავიაკომპანია – China Southern Airlines -ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა. მხარეები ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის თანამშრომლობის ისეთ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ურუმჩი თბილისი თბილისი ურუმჩი -ს საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირეები გაიზრდება.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202430 მაისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 2 057 -დან
9 ივნისი 202416 ივნისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 2 150 -დან
5 ივლისი 202410 ივლისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 2 542 -დან
1 აგვისტო 20248 აგვისტო 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 2 207 -დან

 

,,China Southern Airlines -თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება და ის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა გახლდათ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე გავზარდოთ სიხშირეები და დავსახოთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას‘‘,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა იქნება შესაძლებელი. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე კი თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან პირდაპირი ავიარეისებით დაკავშირება განიხილება. 2023 წელს, ჩინეთიდან საქართველოს თითმის 50 000 ვიზიტორი ეწვია. რაც 2022 წელთან შედარებით 555%-იანი ზრდაა.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version