Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რატომ აგვიანდება ფრენებს და რა უფლება აქვს მგზავრს ბილეთის დაჯავშნის დროს

gaukmebuli frena

gadadebuli frenis kompensacia

ფრენის დაგვიანება ან გაუქმება ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მომენტია მოგზაურობისას. აეროპორტში გატარებული დამატებითი საათები, ხშირად, ჯაჭვურ რეაქციას იწვევს – ირღვევა შემდგომი რეისები, შეხვედრები, დასვენების გეგმები. იმის ცოდნა, თუ რატომ აგვიანდება ფრენებს და რა უფლებები გაქვთ, დაგეხმარებათ სიტუაციის უკეთ მართვაში და შესაძლოა, ფულადი კომპენსაციის მიღებაშიც კი.

იაფი ფრენები - გამგზავრება: ქუთაისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
ლარნაკა16 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 139 -დან
ვარშავა31 დეკემბერი 202610 იანვარი 2027ავიაბილეთები 199 -დან
პოზნანი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 205 -დან
კატოვიცა4 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 218 -დან
ვენეცია15 დეკემბერი 202619 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 230 -დან

1. ფრენის დაგვიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზები

ავიაკომპანიები და აეროპორტები ყოველთვის ცდილობენ გრაფიკის დაცვას, თუმცა არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია რეისი შეაფერხოს:

2. მგზავრის უფლებები ფრენის დაგვიანების ან გაუქმებისას

მგზავრის უფლებები დაცულია საერთაშორისო კანონმდებლობით, განსაკუთრებით კი ევროკავშირის რეგულაციით EC 261/2004 (თუ თქვენი ფრენა იწყება ევროკავშირის ტერიტორიიდან, ან სრულდება ევროკავშირში ევროპული ავიაკომპანიით).

დაგვიანების ხანგრძლივობა ავიაკომპანიის ვალდებულება
2 საათი ან მეტი (მოკლე რეისებზე) საკვები, სასმელი, კომუნიკაცია (ტელეფონი/ელ. ფოსტა).
3 საათი ან მეტი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება (250€-დან 600€-მდე).
5 საათი ან მეტი ბილეთის სრული ღირებულების დაბრუნება ან ალტერნატიული რეისი.
ღამისთევა უფასო განთავსება სასტუმროში და ტრანსპორტი.

ფულადი კომპენსაცია გეკუთვნით, თუ დაგვიანება 3 საათს აღემატება და ეს გამოწვეულია ავიაკომპანიის კონტროლირებადი მიზეზით (ტექნიკური ხარვეზი, ოპერაციული პრობლემა). კომპენსაციის ოდენობა (250€, 400€, ან 600€) ფრენის მანძილზეა დამოკიდებული.

გაითვალისწინეთ: ავიაკომპანია თავისუფლდება კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან “განსაკუთრებული გარემოებების” (ამინდი, გაფიცვა, პოლიტიკური არეულობა) დროს.

3. კომპენსაციის მოთხოვნის კონკრეტული ნაბიჯები

ფრენის კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია ზუსტად იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ:

  1. დააფიქსირეთ დეტალები: ფაქტობრივი გამგზავრების დრო და დანიშნულების ადგილზე ჩაფრენის დრო.
  2. მოითხოვეთ დადასტურება: დაგვიანების მიზეზის დასტური. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
  3. შეინახეთ ხარჯების ქვითრები: თუ დაგვიანებისას საკვებზე, სასმელზე ან სხვა აუცილებელ ნივთებზე დახარჯეთ თანხა (და ავიაკომპანიამ არ მოგაწოდათ)
  4. გააგზავნეთ ოფიციალური პრეტენზია: კომპენსაციის მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ავიაკომპანიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  5. გამოიყენეთ შუამავალი კომპანიები: თუ ავიაკომპანია უარს ამბობს კომპენსაციაზე ან აჭიანურებს პროცესს, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალიზებულ კომპანიებს (მაგ. flyhelp). ისინი თქვენი სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებებს და სასამართლო დავასაც კი.

4. რა უნდა გაითვალისწინოთ ბილეთის დაჯავშნის დროს

ბილეთის დაჯავშნის დროს წინასწარ უნდა იზრუნოთ რისკების შემცირებაზე:

  1. შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა
  2. ტრანსფერის დრო: თუ გაქვთ გადაჯდომა, დატოვეთ საკმარისი დრო რეისებს შორის. ევროპაში რეკომენდებულია მინიმუმ 2 საათი ტრანსფერისთვის, რათა დაცული იყოთ წინა რეისის მცირე დაგვიანებისგან.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დ
აგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version