Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს

თბილისის აეროპორტი

საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩევა. ამჟამად, ქვეყნის აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტ მიმართულებას ემსახურება, რაც პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მზარდ საერთაშორისო კავშირებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ტურიზმის სფეროს სწრაფი პროგრესი დიდწილად სწორედ პირდაპირი რეისების რაოდენობის მატებას უკავშირდება თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან. მინისტრის თქმით, მთავრობამ ამ მიმართულებით არაერთი მასშტაბური ინიციატივა განახორციელა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღესდღეობით პირდაპირი ფრენების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

შეგახსენებთ, აპრილში ცნობილი გახდა რომ თბილისის აეროპორტი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია, რომელთა შორისაა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანია British Airways , ასევე Transavia France, Edelweiss Air , EasyJet და სხვა. ამასთან, ავიაკომპანია Wizz Air -მა წელს ქუთაისიდან ახალი პირდაპირი მიმართულებები შემოგვთავაზა – ლიონი, ჰამბურგი და მადრიდი.

პოპულარული მიმართულებები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
მოსკოვი27 ნოემბერი 202610 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 926 -დან
პარიზი28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 388 -დან
ვენეცია1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Air Maltaავიაბილეთები 279 -დან
სალონიკი6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 258 -დან
ათენი30 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 255 -დან
სტამბოლი17 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 278 -დან
პრაღა23 იანვარი 202728 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 343 -დან
მილანი27 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ლარნაკა14 დეკემბერი 202617 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 224 -დან
რომი18 იანვარი 202724 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 339 -დან
ბარსელონა23 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 689 -დან
ვარშავა21 იანვარი 20274 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 333 -დან
ბუდაპეშტი29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 335 -დან
მინსკი8 იანვარი 202721 იანვარი 2027Belaviaავიაბილეთები 1 030 -დან
დორტმუნდი14 იანვარი 202718 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 431 -დან
ჰამბურგი20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 678 -დან
მადრიდი28 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 426 -დან
ალმათი13 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 852 -დან
ბერლინი4 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 464 -დან
ფრანკფურტი15 დეკემბერი 20268 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 564 -დან
პოზნანი3 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 217 -დან
სანკტ პეტერბურგი11 დეკემბერი 202620 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 1 066 -დან
ვილნიუსი18 დეკემბერი 202621 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბრიუსელი24 ნოემბერი 20261 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
კატოვიცა20 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
ასტანა25 დეკემბერი 20261 იანვარი 2027FlyArystanავიაბილეთები 548 -დან
მემინგენი18 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ბრატისლავა31 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 396 -დან
დუსელდორფი18 დეკემბერი 202622 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 880 -დან
ლიონი10 იანვარი 202717 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 581 -დან

 

გრძელვადიანი და გააზრებული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ შეძლო როგორც ტურისტული, ისე საავიაციო ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც მაღალი მსყიდველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას უწყობს ხელს. ამ პროცესის წარმატება ყველაზე თვალსაჩინოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებში აისახა: 2024 წელს ქვეყანამ ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა – 5.1 მილიონი სტუმარი მიიღო. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ტურიზმის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შეუფერხებლად გრძელდება. პროგნოზების თანახმად, ზრდის დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version