ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს

თბილისის აეროპორტი

საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩევა. ამჟამად, ქვეყნის აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტ მიმართულებას ემსახურება, რაც პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მზარდ საერთაშორისო კავშირებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ტურიზმის სფეროს სწრაფი პროგრესი დიდწილად სწორედ პირდაპირი რეისების რაოდენობის მატებას უკავშირდება თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან. მინისტრის თქმით, მთავრობამ ამ მიმართულებით არაერთი მასშტაბური ინიციატივა განახორციელა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღესდღეობით პირდაპირი ფრენების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

შეგახსენებთ, აპრილში ცნობილი გახდა რომ თბილისის აეროპორტი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია, რომელთა შორისაა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანია British Airways , ასევე Transavia France, Edelweiss Air , EasyJet და სხვა. ამასთან, ავიაკომპანია Wizz Air -მა წელს ქუთაისიდან ახალი პირდაპირი მიმართულებები შემოგვთავაზა – ლიონი, ჰამბურგი და მადრიდი.

პოპულარული მიმართულებები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
რომი13 მარტი 202616 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 382 - დან
სტამბოლი3 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 211 - დან
მილანი26 იანვარი 20262 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 212 - დან
ათენი18 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 - დან
მოსკოვი21 დეკემბერი 202521 დეკემბერი 2025Azimuthავიაბილეთები 866 - დან
პარიზი5 თებერვალი 202612 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 375 - დან
ვარშავა28 დეკემბერი 202526 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 243 - დან
ბარსელონა25 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 427 - დან
ვენა22 დეკემბერი 20255 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 460 - დან
პრაღა5 თებერვალი 202610 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 370 - დან
ბუდაპეშტი12 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 225 - დან
ვენეცია28 თებერვალი 20263 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 257 - დან
ლარნაკა16 იანვარი 202624 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 142 - დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 214 - დან
პოზნანი13 იანვარი 202624 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 189 - დან
სალონიკი23 იანვარი 20261 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 143 - დან
მადრიდი17 იანვარი 202627 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 455 - დან
დორტმუნდი19 დეკემბერი 202516 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 560 - დან
ბრიუსელი13 იანვარი 202618 იანვარი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 323 - დან
ლიონი3 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 272 - დან
ბერლინი30 იანვარი 202631 იანვარი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 472 - დან
ალმაატა27 დეკემბერი 20253 იანვარი 2026FlyArystanავიაბილეთები 617 - დან
ჰამბურგი14 იანვარი 202623 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 679 - დან
ასტანა26 იანვარი 20262 თებერვალი 2026FlyArystanავიაბილეთები 478 - დან
კატოვიცა1 იანვარი 202624 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 242 - დან
ლისაბონი13 იანვარი 202619 იანვარი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 566 - დან
მემინგენი16 იანვარი 20262 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 550 - დან
მინსკი29 დეკემბერი 20254 იანვარი 2026Belaviaავიაბილეთები 1 271 - დან
სანკტ პეტერბურგი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 840 - დან
ვილნიუსი20 დეკემბერი 202522 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 1 091 - დან

 

გრძელვადიანი და გააზრებული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ შეძლო როგორც ტურისტული, ისე საავიაციო ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც მაღალი მსყიდველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას უწყობს ხელს. ამ პროცესის წარმატება ყველაზე თვალსაჩინოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებში აისახა: 2024 წელს ქვეყანამ ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა – 5.1 მილიონი სტუმარი მიიღო. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ტურიზმის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შეუფერხებლად გრძელდება. პროგნოზების თანახმად, ზრდის დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version