Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Eurowings-ი თბილისი-ბერლინის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

tbilisi berlini

გერმანული ავიაკომპანია Eurowings -ი თბილისი – ბერლინი –თბილისის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული სამოგზაურო ვებ-გვერდი „რაიზეტოპია“ და პროფილური ვებ-გვერდი „აერო რაუთზ“- ავრცელებს.

„აერო რაუთზის“ ცნობით, ავიაკომპანია ევროვინგსი – Lufthansas შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, საქართველოსა და გერმანიის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას 2023 წლის ბოლოსთვის გეგმავს. ფრენას კი კვირაში ერთჯერ, ორშაბათობით შემოგვთავაზებს.

თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ Eurowings -ი ამ ეტაპზე თბილისი-დიუსელდორფისა და თბილისი-შტუტგარტის მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

თბილისი ბერლინი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
11 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 932 -დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 649 -დან
27 იანვარი 202730 იანვარი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 538 -დან

 

ამ დროისათვის თბილისიდან ბერლინის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ახორციელებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს სრულდება.

ბერლინის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება საუკეთესო ფასად. ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version