ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის აეროპორტიდან კიდევ ერთი მიმართულება განახლდება

განახლებული ფრენა თბილისიდან

გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Eurowings” , რომელიც საქართველოს საავიცაიო ბაზარს 2021 წელს შემოუერთდა, ფრენებს ანახლებს. კერძოდ, ავიაკომპანია დიუსელდროფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე 17 აპრილიდან განაახლებს ოპერირებას.

Eurowings -ი 17 აპრილიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო 5 მაისიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში კი კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. შესაბამისად, ამ პერიოდში Eurowings-ი დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს ფრენებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია 19 ივლისიდან გერმანიის კიდევ ერთი ქალაქის, შტუტგარდის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. შტუტგარდი – თბილისი – შტუტგარდის საჰაერო ხაზზე Eurowings – ი კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

Exit mobile version