ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი წესები – რა იცვლება საქართველოსთვის?

უვიზო რეჟიმის ახალი წესები

ევროკავშირი 2025 წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრება იგეგმება, რაც ბრიუსელს უვიზო რეჟიმის დროებით ან სრულად გაუქმებას გაუადვილებს. ეს ცვლილებები შეეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

ევროპარლამენტმა უკვე მიიღო მოლაპარაკებების მანდატი, ხოლო ევროკავშირის სამ ინსტიტუტს შორის პირველი განხილვა უკვე გაიმართა. შეთანხმების მიღწევა ივნისამდეა დაგეგმილი, ხოლო ახალ კანონმდებლობას შესაძლოა უკვე შემოდგომაზე მიეცეს ძალა.

ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესების გამკაცრებაზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ თავისი პოზიცია მაშინვე დააფიქსირა, პროცესი ევროპარლამენტის არჩევნების გამო შეჩერდა. ახლა კი მოლაპარაკებები განახლდა – შესაბამისი მანდატი ევროპარლამენტმა ახლახან გასცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში 2017 წელს ამოქმედდა და ითვალისწინებს მაქსიმუმ 90-დღიან დარჩენას 180 დღის განმავლობაში. უვიზოდ მიმოსვლა ან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს 26 ქვეყანაში შეუძლიათ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა13 მაისი 202623 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 684 -დან
ათენი27 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
ბარსელონა23 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
ბერლინი5 მარტი 202612 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
ბრიუსელი15 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 307 -დან
ბრატისლავა13 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 234 -დან

რა იცვლება?

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ოთხ ახალ საფუძველს ამატებს:

  1. ქვეყანა უვიზოდ უშვებს იმ ქვეყნებს, რომლების მეშვეობით მიგრანტები ევროკავშირში შედიან (როგორიც იყო სერბეთის შემთხვევა);
  2. ქვეყანა მიგრანტების ევროკავშირის საზღვრებთან მიზანმიმართულად გადაგზავნას იყენებს (ე.წ. ჰიბრიდული საფრთხე);
  3. მოქალაქეობას ყიდის უცხოელებზე;
  4. სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.

ეს ცვლილებები ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის უფრო მარტივად შეჩერის შესაძლებლობას აძლევს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version