Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროკავშირი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლის წესებს ამკაცრებს

უვიზო მიმოსვლის ახალი წესები

ევროპის მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწიეს იმ მექანიზმის განახლებაზე, რომელიც ევროკავშირს აძლევს უფლებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიზის გარეშე მოგზაურობენ შენგენის ზონაში. როგორც აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში, ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირმა თავიდან აირიდოს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება და დაიცვას თავისი ინტერესები.

„უვიზო რეჟიმი სასარგებლოა როგორც ევროკავშირის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თუმცა თუ ეს უპირატესობა გამოიყენება არაკანონიერად, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ეფექტური ბერკეტები რეაგირებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს ზეწოლა მოახდინოს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ თანამშრომლობენ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პროცესში,“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან ევროპაში

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ათენი29 ნოემბერი 20267 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 230 -დან
ბარსელონა21 დეკემბერი 202625 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 368 -დან
ბერლინი21 იანვარი 202726 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
ბრიუსელი21 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 276 -დან
ბრატისლავა13 მაისი 202720 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
ბუდაპეშტი11 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 265 -დან
დორტმუნდი21 იანვარი 202728 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 294 -დან
მემინგენი30 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 427 -დან
ფრანკფურტი21 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 477 -დან
ჰამბურგი20 აპრილი 202711 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 686 -დან

 

განახლებულ შეთანხმებაში განსაზღვრულია შემთხვევები, როცა ევროკავშირი შეძლებს დროებით შეაჩეროს უვიზოდ მიმოსვლა:

ეღნიშნული ახალი პირობები დაემატება უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნების მკვეთრი ზრდა დაბალი აღიარების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან, ან იმ შემთხვევების მომრავლება, როდესაც ვიზის გარეშე ჩასული პირები ევროკავშირის ტერიტორიაზე წესების დარღვევით რჩებიან.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version