ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ETIAS-ის სისტემის ამოქმედება 2025 წლის მაისამდე გადაიდო

შენგენის ვიზა

2024 წლისთვის დაგეგმილი იყო ETIAS -ის სისტემის ამოქმედება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ პროცესის დაწყება კვლავ გადაიდო. ამის შესახებ პორტალი schengenvisainfo.com ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის თქმით ETIAS -ის სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ის საზღვრის გადაკვეთისას დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას ემსახურება.

პროცედურა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვიზა. საჭიროებს ონლაინ კითხვარის შევსებას, რომელიც მხოლოდ 10 წუთს მოიცავს და არ ითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მისი დასტურის მიღება ყველა მოგზაურისთვის სავალდებულოა.

ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე. თუ თქვენ იღებთ ახალ პასპორტს, უნდა მიიღოთ ETIAS ახალი ავტორიზაცია. ამასთან, იმიგრაციის წესები კვლავ ძალაში დარჩება და მოგზაურებს ისევ დასჭირდებათ თან იქონიონ ის საბუთები რაც ევროპაში სამოგზაუროდაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა ფასიანი იქნება. იმ მოქალაქეებს, ვინც აქამდე ევროპის წევრ ქვეყნებში უვიზოდ დაიშვებოდნენ, ვიზის მოსაკრებლის პროცედურის გავლა და თანხის გადახდა მოუწევთ.

ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 719 -დან
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
ბარსელონა25 მაისი 202730 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 487 -დან
ბერლინი29 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 431 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 316 -დან

 

„თავდაპირველად ვიმედოვნებდით, რომ სისტემა 2023 წლის ბოლოს ამოქმედდებოდა, ან არაუგვიანეს 2024 წლის დასაწყისში. გაუთვალისწინებელი შეფერხებების გამო, ცხადი გახდა, რომ ამ ვადაში ვერ ჩავეტეოდით. შედეგად, ETIAS-ის განხორციელება გადაიდო 2025 წლის მაისისთვის“. – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

იმისათვის, რომ ავიაბილეთები ყველაზე იაფად შეიძინოთ, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version