ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ETIAS-ის სისტემის ამოქმედება 2025 წლის მაისამდე გადაიდო

შენგენის ვიზა

2024 წლისთვის დაგეგმილი იყო ETIAS -ის სისტემის ამოქმედება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ პროცესის დაწყება კვლავ გადაიდო. ამის შესახებ პორტალი schengenvisainfo.com ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის თქმით ETIAS -ის სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ის საზღვრის გადაკვეთისას დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას ემსახურება.

პროცედურა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვიზა. საჭიროებს ონლაინ კითხვარის შევსებას, რომელიც მხოლოდ 10 წუთს მოიცავს და არ ითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მისი დასტურის მიღება ყველა მოგზაურისთვის სავალდებულოა.

ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე. თუ თქვენ იღებთ ახალ პასპორტს, უნდა მიიღოთ ETIAS ახალი ავტორიზაცია. ამასთან, იმიგრაციის წესები კვლავ ძალაში დარჩება და მოგზაურებს ისევ დასჭირდებათ თან იქონიონ ის საბუთები რაც ევროპაში სამოგზაუროდაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა ფასიანი იქნება. იმ მოქალაქეებს, ვინც აქამდე ევროპის წევრ ქვეყნებში უვიზოდ დაიშვებოდნენ, ვიზის მოსაკრებლის პროცედურის გავლა და თანხის გადახდა მოუწევთ.

ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა15 ოქტომბერი 202522 ოქტომბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 571 -დან
ათენი24 ნოემბერი 202530 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა21 ნოემბერი 202524 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 447 -დან
ბერლინი18 დეკემბერი 202528 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 557 -დან
ბრიუსელი19 ოქტომბერი 202526 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 589 -დან

 

„თავდაპირველად ვიმედოვნებდით, რომ სისტემა 2023 წლის ბოლოს ამოქმედდებოდა, ან არაუგვიანეს 2024 წლის დასაწყისში. გაუთვალისწინებელი შეფერხებების გამო, ცხადი გახდა, რომ ამ ვადაში ვერ ჩავეტეოდით. შედეგად, ETIAS-ის განხორციელება გადაიდო 2025 წლის მაისისთვის“. – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

იმისათვის, რომ ავიაბილეთები ყველაზე იაფად შეიძინოთ, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version