ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ერევანი მილანი იაფი ავიაბილეთები 125 ლარიდან

erevani milani

ერევანი მილანი -ს მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა, ერთ-ერთი ბიუჯეტური გზაა იტალიის ყველაზე მოთხოვნადი ქალაქის მოსანახულებლად. ამ სტატიაში გაიგებ, როგორ მოხვდე მილანში საუკეთესო ფასად.

მილანი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ევროპაში, რომელიც ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს არსებობდა. იგი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან კულტურულ და სავაჭრო ცენტრად ვითარდებოდა. ქალაქი ცნობილია როგორც გლობალური მოდის და დიზაინის ცენტრი. აქ იმართება მსოფლიოში ცნობილი მოდის კვირეულები და ქალაქში თავმოყრილია მრავალი მაღალი კლასის ბრენდის ოფისები თუ ბუტიკები. მილანი ასევე მდიდარია მხატვრული, არქიტექტურული და მუსიკალური ტრადიციებით.

მილანში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა ტაძარია (Duomo di Milano), რომელიც გოთიკური სტილის შესანიშნავი მაგალითია. ქაალქი ასევე მდიდარია შუა საუკუნეების და თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშების სხვა მაგალითებით.

ერევანი მილანი

როგორ მოხვდე ერევანის აეროპორტში ყველაზე მარტივად? 

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისსა და ერევანს შორის კარგი სატრანსპორტო კავშირია და ქალაქს შორის ტრანსპორტირების რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, ერევანსა და თბილისს შორის მანძილი, მხოლო 273 კილომეტრია და ავტომობილით სულ რაღაც 5 საათია საჭირო დანიშნულების აგილზე მოსახვედრად.

თბილისიდან ერევანში შესაძლებელია როგორც საკუთარი ავტომობილით, ისე სამარშუტო ტაქსით გაემგზავრო. მიკრო ავტობუსები თბილისის სხვადასხვა უბნიდან გადიან. ასევე შესაძლებელია მატარებლით გამგზავრებაც.

ერევნის ცენტრიდან ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი დაახლოებით 12 კილომეტრია.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ერევანი მილანი -ს მიმართულებით?

ერევნიდან მილანში პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია wizz air ასრულებს. რეისები ერევანი მილანი მილანი ერევანი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით სრულდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 4 საათი და 35 წუთია.

ერევანი მილანი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ნოემბერი 202429 ნოემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 277 -დან
10 დეკემბერი 202417 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 224 -დან
18 იანვარი 202530 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 215 -დან

რა უნდა მოინახულო მილანში ?

მილანი სავსეა ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით. ქალაქი საინტერესოა როგორც კულტურის მოყვარულთათვის, ისე მოდითა და არქიტექტურიით დაინტერესებული მოგზაურთათვის. ჩვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მთავარი ადგილი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მილანის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად და აუცილებლად უნდა მოინახულოთ მილანში:

milanis aviabiletebi

  1. მილანის ტაძარი (Duomo di Milano) – მილანის გოთიკური სტილის ტაძარი არის ქალაქის მთავარი სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გოთიკური ტაძარი მსოფლიოში. მისი მშენებლობა დაახლოებით 600 წელი გაგრძელდა. კათედრალიდან შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი ხედებით ქალაქზე.
  2. სანტა მარია დელე გრაციე და “საიდუმლო სერობა” – ეს ეკლესია ცნობილია ლეონარდო და ვინჩის ლეგენდარული ფრესკით — “საიდუმლო სერობა” (“The Last Supper”). ვიზიტი მოითხოვს წინასწარ დაჯავშნას, რადგან ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებში.
  3. გალერეა ვიტორიო ემანუელე II (Galleria Vittorio Emanuele II) – ეს ულამაზესი, შუშის სახურავით დაფარული სავაჭრო გალერეა, ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ცენტრია მსოფლიოში. აქ არის ცნობილი ბრენდული მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. გალერეის არქიტექტურა აღფრთოვანებას იწვევს მნახველებში, ხოლო თავად ადგილი მყუდრო სავაჭრო განწყობას ქმნის.
  4. სფორცას ციხესიმაგრე (Castello Sforzesco) – ეს შუასაუკუნეების ციხე იმ დროის მილანის ძალაუფლების სიმბოლოა. მის ტერიტორიაზე განთავსებულია მუზეუმები, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის მიქელანჯელოს უკანასკნელი ქანდაკება “Pietà Rondanini”.
  5. ლა სკალა (Teatro alla Scala) – მილანის მსოფლიო კლასის საოპერო თეატრი. მისი შენობა ძალიან შთამბეჭდავია და აქ ხშირად იმართება საოპერო სპექტაკლები, ბალეტი და სხვა მუსიკალური ღონისძიებები. თუ წარმოდგენაზე დასწრება ვერ მოახერხე, შეგიძლია მოინახულო ლა სკალას მუზეუმი.
  6. ბრერას სამხატვრო გალერეა (Pinacoteca di Brera) – ეს არის მილანის მთავარი ხელოვნების გალერეა, სადაც გამოფენილია იტალიური და ევროპული ხელოვნების ნამუშევრები, მათ შორის რაფაელის, ტიციანის და კარავაჯოს ნახატები.
  7. ნავიგლი (Navigli) – ეს არის მილანის უძველესი არხების რაიონი, რომელიც პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ასევე ტურისტებში. აქ განთავსებულია ბარები, რესტორნები და გალერეები. საღამოობით ან შაბათ-კვირას აქ ცხოვრება უფრო დინამიური და აქტიური ხდება.
  8. მოდისა და დიზაინის კვარტალი – მილანი გლობალური მოდის დედაქალაქად ითვლება, ამიტომ ქალაქში განლაგებულია მრავალი მაღალი მოდის ბრენდის ბუტიკი. თუ გსურთ მაღალხარისხიანი შოპინგი, აუცილებლად ეწვიეთ „ოქროს კვადრატს“ (Quadrilatero della Moda) — ქუჩები Via Montenapoleone და Via della Spiga ცნობილია ექსკლუზიური ბუტიკებით.

როდისაა საუკეთესო დრო მილანში სამოგზაუროდ ?

მილანში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო დამოკიდებულია მოგზაურთა ინტერესებზე, თუმცა ზოგადად გაზაფხული (აპრილი-ივნისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) ითვლება ყველაზე ოპტიმალურ პერიოდებად. ამ დროს ქალაქში ტემპერატურა სასიამოვნო და კომფორტულია, ხოლო ტურისტული ადგილები ნაკლებად გადატვირთული.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version