Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება კვლავ გადაიდო

EES

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება, ერთი თვით გადაიდო. შეფერხების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახალი გრაფიკის მიხედვით, EES (შესვლის/გასვლის სისტემა) 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.

ადრე აეროპორტები აცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყვნენ მზად ახალი სისტემის დასანერგად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანას არ დაუსრულებია ყველა მოსამზადებელი ეტაპი. ახალი სისტემის დანერგვას ევროკავშირი 2021 წლიდან აპირებდა. გაშვების თარიღმა მოგვიანებით 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გადაინაცვლა, ეხლა კი ირკვევა, რომ ის 10 ნოემბრიდან ამოქმედდება.

EES -ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს სისტემაში დარეგისტრირება მოეთხოვება. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც ჩაანაცვლებს. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა წარადგინონ პასპორტის დეტალები, დატოვონ თითების ანაბეჭდები და გადაიღონ ფოტო. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის ვადით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი29 ივლისი 20267 აგვისტო 2026Red Wingsავიაბილეთები 417 -დან
ალმაატა3 სექტემბერი 20268 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 124 -დან
ამსტერდამი22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 701 -დან
ანკარა10 აგვისტო 202615 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 344 -დან
ათენი28 თებერვალი 20276 მარტი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 475 -დან
აბუ დაბი7 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 864 -დან
ანტალია21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 470 -დან
ბაჰრეინის კუნძული6 აგვისტო 202620 აგვისტო 2026Gulf Airავიაბილეთები 2 185 -დან
ბაქო31 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 248 -დან
ბელგრადი11 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 806 -დან

 

EES არის ავტომატური სისტემა, რომელსაც ევროკავშირი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ავტომატური მონიტორინგისთვის გამოიყენებს. სისტემა გამიზნულია პასპორტის ბეჭდის ჩანაცვლებისთვის. EES ეფუძნება ევროკავშირის 2017/2226 რეგულაციას.

სისტემა ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც მიჩვეულა აეროპორტის ბიომეტრიული სკანერების გამოყენებას. ახლა ოფიციალური პირები ძირითადად ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა თქვენს პასპორტის ფოტო თქვენს სახეს, მაგრამ EES ტექნიკა ასევე ამოწმებს, რა ვადით გაქვთ უფლება დარჩეთ ევროკავშირში.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version