ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება კვლავ გადაიდო

EES

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება, ერთი თვით გადაიდო. შეფერხების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახალი გრაფიკის მიხედვით, EES (შესვლის/გასვლის სისტემა) 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.

ადრე აეროპორტები აცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყვნენ მზად ახალი სისტემის დასანერგად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანას არ დაუსრულებია ყველა მოსამზადებელი ეტაპი. ახალი სისტემის დანერგვას ევროკავშირი 2021 წლიდან აპირებდა. გაშვების თარიღმა მოგვიანებით 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გადაინაცვლა, ეხლა კი ირკვევა, რომ ის 10 ნოემბრიდან ამოქმედდება.

EES -ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს სისტემაში დარეგისტრირება მოეთხოვება. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც ჩაანაცვლებს. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა წარადგინონ პასპორტის დეტალები, დატოვონ თითების ანაბეჭდები და გადაიღონ ფოტო. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის ვადით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი2 ნოემბერი 20257 ნოემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 422 -დან
ალმაატა29 ოქტომბერი 20255 ნოემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 963 -დან
ამსტერდამი3 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 579 -დან
ანკარა21 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025AJetავიაბილეთები 322 -დან
ათენი6 ნოემბერი 202517 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 402 -დან
აბუ დაბი15 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 810 -დან
ანტალია6 ოქტომბერი 202514 ოქტომბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 358 -დან
ბაქო28 ოქტომბერი 20256 ნოემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 304 -დან
ბელგრადი7 აპრილი 202613 აპრილი 2026Air Serbiaავიაბილეთები 722 -დან
ბერლინი5 ნოემბერი 202512 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 310 -დან

 

EES არის ავტომატური სისტემა, რომელსაც ევროკავშირი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ავტომატური მონიტორინგისთვის გამოიყენებს. სისტემა გამიზნულია პასპორტის ბეჭდის ჩანაცვლებისთვის. EES ეფუძნება ევროკავშირის 2017/2226 რეგულაციას.

სისტემა ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც მიჩვეულა აეროპორტის ბიომეტრიული სკანერების გამოყენებას. ახლა ოფიციალური პირები ძირითადად ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა თქვენს პასპორტის ფოტო თქვენს სახეს, მაგრამ EES ტექნიკა ასევე ამოწმებს, რა ვადით გაქვთ უფლება დარჩეთ ევროკავშირში.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version