ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ვინ მართავს თვითმფრინავს, თუ პილოტი ფრენისას ცუდად გახდა? სიმართლე, რომელსაც ავიაკომპანიები არ ახმაურებენ

Front view of an Airbus A320 cockpit

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნანატრი ანტალიის ტური დაიწყო, კომფორტულად მოკალათდით სავარძელში და ღრუბლებს გადაჰყურებთ. ამ დროს კი, 10 000 მეტრ სიმაღლეზე, თვითმფრინავის კაბინაში ერთ-ერთი პილოტი მოულოდნელად გონებას კარგავს ან თავს შეუძლოდ გრძნობს.

ბევრისთვის ეს ჰოლივუდური საშინელებათა ფილმის სცენარია, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მშვიდი და კონტროლირებადია. ავიაცია არის სფერო, სადაც ყოველი “რა მოხდება თუ…” კითხვაზე არსებობს მკაცრი, გაწერილი პასუხი.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა26 მარტი 202728 მარტი 2027ავიაბილეთები 132 -დან
სალონიკი6 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 206 -დან
ვროცლავი8 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 211 -დან
ათენი2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 219 -დან
ბრატისლავა19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 227 -დან
პოზნანი17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 239 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 244 -დან
ლიონი14 ივნისი 202618 ივნისი 2026ავიაბილეთები 263 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 271 -დან
რომი25 დეკემბერი 202615 იანვარი 2027ავიაბილეთები 291 -დან

ვინ მართავს ხომალდს კაპიტნის ნაცვლად? მითი “დამხმარე პილოტის” შესახებ

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ კომერციულ რეისებზე თვითმფრინავს ყოველთვის მართავს მინიმუმ ორი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი: კაპიტანი და პირველი ოფიცერი (მეორე პილოტი). გავრცელებული მითი, თითქოს მეორე პილოტი მხოლოდ დამხმარეა, მცდარია. ორივე მათგანს აქვს ხომალდის დამოუკიდებლად მართვის, აფრენისა და დაფრენის სრული ლიცენზია.

ავიაკომპანიები, მაგალითად, ისეთი გიგანტი, როგორიცაა თურქეთის ავიახაზები (Turkish Airlines), პილოტებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ატარებენ მკაცრ ტრენინგებზე სიმულატორებში. იქ ისინი სწორედ ასეთ სცენარებს ამუშავებენ – როგორ მართონ თვითმფრინავი მარტო, როცა კოლეგა მწყობრიდან გამოდის. შესაბამისად, თუ ერთი პილოტი ცუდად გახდება, მეორე მომენტალურად, ყოველგვარი პანიკის გარეშე, იღებს თვითმფრინავის მართვას საკუთარ თავზე.

View from a Boeing

უხილავი საფრთხეები: რატომ იწყება მგზავრების უსაფრთხოება პილოტის მენიუთი?

ავიაციაში არსებობს ერთი უცნაური, მაგრამ ძალიან ლოგიკური წესი: კაპიტანი და პირველი ოფიცერი ფრენის დროს არასდროს ჭამენ ერთსა და იმავე საკვებს. მეტიც, ისინი სხვადასხვა დროს სადილობენ. რატომ? პასუხი მარტივია: საკვებით მოწამვლის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. თუ რომელიმე კერძი უხარისხო აღმოჩნდა და ერთ პილოტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მეორე გარანტირებულად ჯანმრთელი და ქმედუნარიანი უნდა დარჩეს. ეს მცირე დეტალი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად ღრმად არის გათვლილი მგზავრების უსაფრთხოება.

საგანგებო გეგმა: რა ხდება კაბინაში კრიტიკულ წამებში?

როდესაც პილოტი ამჩნევს, რომ მისი კოლეგა ცუდად გახდა, პანიკის დრო არ არის-ირთვება წამებში გათვლილი „გადარჩენის ალგორითმი“, რომელსაც ავიაციაში Incapacitation Procedure-ს უწოდებენ. აი, როგორ გამოიყურება ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ:

პირველი ნაბიჯი: „ჭკვიანი“ სისტემების იმედზე

პილოტი პირველ რიგში რწმუნდება, რომ ავტოპილოტი აქტიურია. თანამედროვე თვითმფრინავები იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ მათ შეუძლიათ ფრენის თითქმის მთელი პროცესი და რთული დაფრენაც კი ადამიანის მინიმალური დახმარებით განახორციელონ. ეს დარჩენილ პილოტს საშუალებას აძლევს, ყურადღება სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე გადაიტანოს.

მეორე ნაბიჯი: საიდუმლო კოდი და ეკიპაჟის დახმარება

კაბინაში სპეციალური კოდით მომენტალურად იძახებენ ბორტგამცილებლებს. მათი როლი აქ გადამწყვეტია: მათ უნდა უზრუნველყონ, რომ შეუძლოდ მყოფი პილოტი სავარძელში მყარად იყოს დაფიქსირებული. ეს კეთდება იმისთვის, რომ ის შემთხვევით არ მიაწვეს მართვის პანელს, ბერკეტებს ან პედლებს, რამაც შესაძლოა თვითმფრინავის ტრაექტორია შეცვალოს. პარალელურად, მას ბორტზევე უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას.

მესამე ნაბიჯი: „გზა დაუთმეთ, გვეჩქარება!“

დარჩენილი პილოტი დაუყოვნებლივ უკავშირდება საჰაერო მოძრაობის კონტროლს (ATC) და აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ამ მომენტიდან თვითმფრინავი ხდება „პრიორიტეტი ნომერი ერთი“ ყველა სხვა რეისი იცდის, ცა თავისუფლდება და დისპეტჩერები ხომალდს უმოკლესი გზით მიაცილებენ უახლოეს აეროპორტამდე, სადაც მათ უკვე სამედიცინო ბრიგადა ელოდებათ.

ხდება თუ არა მგზავრების დახმარება საჭირო?

ფილმებში ხშირად ვხედავთ, როგორ ეძებენ მგზავრებს შორის ვინმეს, ვისაც თვითმფრინავის დაფრენა შეუძლია. რეალობაში ეს თითქმის არასდროს ხდება.

პროფესიონალი პილოტი სრულიად თავისუფლად სვამს ხომალდს მარტო. თუმცა, თუ ბორტზე შემთხვევით სხვა ავიაკომპანიის პილოტი იმყოფება, მას შეიძლება სთხოვონ კაბინაში შესვლა, რათა დარჩენილ პილოტს რადიოკავშირში ან ჩეკლისტების წაკითხვაში დაეხმაროს და ყურადღება არ გაეფანტოს.

დღეს, როცა ავიაბილეთები ასე ხელმისაწვდომია და მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ჰაერში იმყოფება, ტექნოლოგიები და პროცედურები პიკს აღწევს. ავიაციაში “დუბლირების” პრინციპი ყველაფერზე ვრცელდება: თვითმფრინავს აქვს ორი ძრავა, რამდენიმე კომპიუტერული სისტემა და, რაც მთავარია, ორი პილოტი.

ასე რომ, როდესაც თქვენი შემდეგი დუბაის ტური დაიგეგმება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მაშინაც კი, თუ კაბინაში გაუთვალისწინებელი რამ მოხდება, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ თქვენი მოგზაურობა უსაფრთხოდ, მიწაზე დაშვებით დასრულდეს.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Exit mobile version