Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მოგზაურთათვის EES და ETIAS სისტემები მალე ამოქმედდება

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემა

ETIAS სისტემა , EES სისტემა

ETIAS და EES სისტემა

ევროკავშირი EES და ETIAS სისტემის დანერგვას, 2025 წლის გაზაფხულისთვის გეგმავს. ეს მოგზაურებს 7 ევროს ოდენობის საკომისიოს გადახდას ავალდებულებს, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, მათი მოგზაურობის ავტორიზაციისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა 3 სექტემბერს განაცხადა.

ჰიპერმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრიდან, ევროკავშირმა EES სისტემა უნდა აამოქმედოს (Entry-Exit System, შესვლის-გასვლის სისტემა), რომელიც საზღვარგარეთის პასპორტებში შტამპის ხელით დასმა, ელექტრონული ბაზით უნდა ჩაანაცვლოს.

ჰიპერის თქმით, ETIAS (ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა) ექსპლუატაციისთვის 2025 წლის გაზაფხულზე უნდა იყოს მზად. ხოლო 2024 წლის 10 ნოემბერი, EES შესვლა-გასვლის სისტემის ამოქმედებისთვის, საბოლოო თარიღია.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 156 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 992 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 699 -დან
ანკარა26 დეკემბერი 20264 იანვარი 2027Ajetავიაბილეთები 309 -დან
ათენი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 471 -დან
აბუ-დაბი10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 905 -დან
ანთალია20 ნოემბერი 202613 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 429 -დან
ბაქო1 იანვარი 202711 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 383 -დან
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 795 -დან
ბერლინი28 ნოემბერი 20265 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 935 -დან

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ETIAS -ის დანერგვა ?

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის მართვის ორგანოები, ამჟამად ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას იმ მოგზაურებზე, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად, ვიზა არ მოეთხოვებათ. ETIAS კი წარმოადგენს მნიშვნელოვან იფორმაციას მოგზაურობის უსაფრთხოების სკრინინგისა და რისკის შეფასების მხარდაჭერის, ასევე შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის მსგავსი ავტორიზაციის სისტემა მოქმედებს აშშ-ში, კანადასა და ავსტრალია -შიც.

EES აპლიკაცია

შესვლის-გასვლის სისტემა (EES) მნიშვნელოვნად შეცვლის მოგზაურთა შენგენის ზონაში შესვლისა და გასვლის გზას. ამ სისტემის დანერგვით ევროკავშირს სურს უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება გაუმჯობესება.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version