ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში E-Gate ტექნოლოგია საცდელი რეჟიმით ამუშავდა

ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა

E-Gate საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აგრძელებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების დანერგვაში გამოიხატება. გაფრენის დარბაზში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა E-gate სისტემა, რომელიც შეიმუშავა ფრანგულმა კომპანია RESA ELECTRONIQUE-მა, მსოფლიო ლიდერმა ამ სფეროში.

რა არის E-Gate სისტემა ?

E-Gate არის ავტომატიზირებული ჩასხდომის სისტემა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თვითონ დაადონ ჩასხდომის ბარათი წამკითხველს, რის შემდეგაც ტურნიკეტი ავტომატურად გაიხსნება. ეს სისტემა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს მგზავრების ჩასხდომის პროცესის გამარტივებას, რიგების შემცირებას და მგზავრთნაკადის სწრაფი გატარების უზრუნველყოფას, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა10 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 708 -დან
ათენი2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 219 -დან
ბარსელონა29 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 429 -დან
ბერლინი17 ივნისი 202624 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 703 -დან
ბრიუსელი4 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 559 -დან
ბრატისლავა19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
ბუდაპეშტი29 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
დორტმუნდი24 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 405 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 270 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 244 -დან

 

RESA ELECTRONIQUE-ის მიერ შემუშავებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200,000 ევროზე მეტია. პირველი ეტაპის ფარგლებში აეროპორტში დაინსტალირდა სამი აპარატი, რომლებიც განთავსებულია უსაფრთხოების კონტროლამდე. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ დამატებით ერთიც დამონტაჟდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის აეროპორტის სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე, რათა მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან და გაემგზავრე კომფორტულად. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version