ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტში E-Gate ტექნოლოგია საცდელი რეჟიმით ამუშავდა

ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა

E-Gate საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აგრძელებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების დანერგვაში გამოიხატება. გაფრენის დარბაზში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა E-gate სისტემა, რომელიც შეიმუშავა ფრანგულმა კომპანია RESA ELECTRONIQUE-მა, მსოფლიო ლიდერმა ამ სფეროში.

რა არის E-Gate სისტემა ?

E-Gate არის ავტომატიზირებული ჩასხდომის სისტემა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თვითონ დაადონ ჩასხდომის ბარათი წამკითხველს, რის შემდეგაც ტურნიკეტი ავტომატურად გაიხსნება. ეს სისტემა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს მგზავრების ჩასხდომის პროცესის გამარტივებას, რიგების შემცირებას და მგზავრთნაკადის სწრაფი გატარების უზრუნველყოფას, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა21 მაისი 202625 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 551 -დან
ათენი5 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 148 -დან
ბარსელონა25 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 403 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
ბრიუსელი25 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 389 -დან
ბრატისლავა15 აპრილი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 186 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 202620 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
დორტმუნდი15 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 326 -დან
მემინგენი27 აპრილი 20261 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 310 -დან
ფრანკფურტი29 მაისი 20268 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 352 -დან

 

RESA ELECTRONIQUE-ის მიერ შემუშავებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200,000 ევროზე მეტია. პირველი ეტაპის ფარგლებში აეროპორტში დაინსტალირდა სამი აპარატი, რომლებიც განთავსებულია უსაფრთხოების კონტროლამდე. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ დამატებით ერთიც დამონტაჟდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის აეროპორტის სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე, რათა მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან და გაემგზავრე კომფორტულად. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version