Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

კვიპროსი – სექტემბრის თვის ყველაზე იაფი მიმართულება

იაფია ვიაბილეთები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სექტემბრის თვეში, გამგზავრების მსურველებს, ყველაზე იაფი ავიაბილეთები კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში დახვდებათ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავს.

ვიზეარი -ს ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა სულ რაღაც 278 ლარადაა შესაძლებელი. კერძოდ, ცალმხრივი ფრენა ქუთაისი -დან ლარნაკის მიმართულებით 99 ლარი ღირს, ხოლო უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთი 179 ლარი დაგიჯდებათ. ეს ფასი მოგცემთ საშუალებას, რომ შემოდგომის თბილი დღეები ზღვისპირა კურორტზე გაატაროთ.

ქუთაისი ლარნაკა იაფი ავიაბილეთები

Departure atReturn atAirlineFind tickets
28 August 202631 August 2026Wizz Airავიაბილეთები 1 243 -დან
21 September 202629 September 2026Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
17 October 202620 October 2026Wizz Airავიაბილეთები 309 -დან
23 November 202630 November 2026Wizz Airავიაბილეთები 155 -დან

ლარნაკა თავად არის ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი, სადაც უამრავი საინტერესო ადგილია. თუმცა, თუ გსურთ, რომ კვიპროსის ყველაზე ცოცხალი და გამორჩეული მხარე ნახოთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ აია-ნაპას.

აია-ნაპა ლარნაკიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს და მისი სახელი წვეულებებთან და აქტიურ ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება. ქალაქი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, რადგან აქ უამრავი ღამის კლუბი, ბარი და რესტორანია, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ.

აია-ნაპა ასევე გამოირჩევა თავისი ულამაზესი პლაჟებითა და ბუნებრივი სილამაზით. ქალაქის სანაპიროები, მაგალითად – ნიისი ბიჩი (Nissi Beach) და მაკრონისოს პლაჟი (Makronissos Beach), ცნობილია თავისი თეთრი ქვიშითა და კრისტალურად სუფთა წყლით.

თუ გიყვართ ბუნება და სიმშვიდე, აია-ნაპა ამის საშუალებასაც მოგცემთ. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ კეიპ გრეკოს ეროვნული პარკი (Cape Greco National Park), სადაც შეგიძლიათ ველოსიპედით ისეირნოთ ან ფეხით გაისეირნოთ, დატკბეთ ზღვის ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი გამოქვაბულებით.

აია-ნაპა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს როგორც აქტიურად დასვენება და გართობა, ასევე ულამაზესი პლაჟებითა და ბუნებით ტკბობა!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version