ავიაბილეთები ყველაზე იაფად

კვიპროსი – სექტემბრის თვის ყველაზე იაფი მიმართულება

იაფია ვიაბილეთები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სექტემბრის თვეში, გამგზავრების მსურველებს, ყველაზე იაფი ავიაბილეთები კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში დახვდებათ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავს.

ვიზეარი -ს ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა სულ რაღაც 278 ლარადაა შესაძლებელი. კერძოდ, ცალმხრივი ფრენა ქუთაისი -დან ლარნაკის მიმართულებით 99 ლარი ღირს, ხოლო უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთი 179 ლარი დაგიჯდებათ. ეს ფასი მოგცემთ საშუალებას, რომ შემოდგომის თბილი დღეები ზღვისპირა კურორტზე გაატაროთ.

ქუთაისი ლარნაკა იაფი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 სექტემბერი 202530 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 351 -დან
23 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
1 ნოემბერი 20255 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 148 -დან

ლარნაკა თავად არის ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი, სადაც უამრავი საინტერესო ადგილია. თუმცა, თუ გსურთ, რომ კვიპროსის ყველაზე ცოცხალი და გამორჩეული მხარე ნახოთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ აია-ნაპას.

აია-ნაპა ლარნაკიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს და მისი სახელი წვეულებებთან და აქტიურ ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება. ქალაქი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, რადგან აქ უამრავი ღამის კლუბი, ბარი და რესტორანია, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ.

აია-ნაპა ასევე გამოირჩევა თავისი ულამაზესი პლაჟებითა და ბუნებრივი სილამაზით. ქალაქის სანაპიროები, მაგალითად – ნიისი ბიჩი (Nissi Beach) და მაკრონისოს პლაჟი (Makronissos Beach), ცნობილია თავისი თეთრი ქვიშითა და კრისტალურად სუფთა წყლით.

თუ გიყვართ ბუნება და სიმშვიდე, აია-ნაპა ამის საშუალებასაც მოგცემთ. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ კეიპ გრეკოს ეროვნული პარკი (Cape Greco National Park), სადაც შეგიძლიათ ველოსიპედით ისეირნოთ ან ფეხით გაისეირნოთ, დატკბეთ ზღვის ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი გამოქვაბულებით.

აია-ნაპა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს როგორც აქტიურად დასვენება და გართობა, ასევე ულამაზესი პლაჟებითა და ბუნებით ტკბობა!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version