ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა

ახალი მიმართულება ქუთაისიდან

საქართველოს რეგიონული აეროპორტები განვითარებას განაგრძობს! ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი რეგულარული რეისი დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air -მა ჰამბურგის მიმართულებით ავიამიმოსვლა აღადგინა. ფრენები ქუთაისი ჰამბურგი ჰამბურგი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 2-ჯერ შესრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა იმ მგზავრებისთვის, რომლებიც როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს მიზნით მოგზაურობენ გერმანიაში.

ფრენების განრიგი:

ქუთაისი ჰამბურგი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 აპრილი 202526 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 348 -დან
17 მაისი 202524 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 470 -დან

როგორც იცით, ვიზეარი ქუთაისიდან გერმანიის 2 ქალაქში უკვე დაფრინავს (ბერლინი და დორტმუნდი) და დაემატა ჰამბურგის მიმართულებაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის ინტენსივობას. საქართველოს მასშტაბით კი, გერმანიის მიმართულებით ამ დროისათვის პირდაპირ ფრენებს ჯამურად 4 ავიაკომპანია 8 მიმართულებით ასრულებს. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ნათლად მეტყველებს.

ამასთან ერთად, 29 აპრილიდან ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან რეგულარულ ფრენებს მადრიდის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 3 ივნისიდან ავიაკომპანიის მარშრუტებს სრულიად ახალი მიმართულებალიონი დაემატება.

ამჟამად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ახორციელებს პირდაპირ რეისებს, რომელთაგან 24 ევროპული ქალაქია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version