ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროკომისიამ ევროპის ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქალაქების დაასახელა

ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქალაქები

ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების ხარისხის შესახებ, სადაც ევროპის ყველაზე უსაფრთხო და საშიში ქალაქების შესახებაა საუბარი. ექსპერტებმა გამოკითხეს ასობით ათასი მცხოვრები და ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ყველაზე უსაფრთხოდ სკანდინავიის ქვეყნების ქალაქები დასახელდა. ამ სიაში ასევე მოხვდნენ ანტალია , ბორდო, ლუბლიანა, კლუჟ-ნაპოკა და სხვა. ამასთან, უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე აღინიშნა პატარა ქალაქებში, სადაც 250 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

თბილისი ანტალია

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ივნისი 202527 ივნისი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 473 -დან
8 ივლისი 202524 ივლისი 2025Sun Expressავიაბილეთები 592 -დან
12 აგვისტო 202518 აგვისტო 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 600 -დან
16 სექტემბერი 202523 სექტემბერი 2025Sun Expressავიაბილეთები 627 -დან

 

ყველაზე სახიფათო ქალაქების სიაში მოხვდა ათენი, რომი, ნეაპოლი, მარსელი, სტამბოლი, სოფია და ლიეჟი. ამ ქალაქებში მცხოვრებთა 50%-ზე მეტი ქუჩებში მარტო ან ღამით სეირნობისას თავს კომფორტულად არ გრძნობს.

საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ქალაქებს შორის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, საფრანგეთში ქალაქ ბორდოს მცხოვრებთა 82%-მა განაცხადა, რომ თავს დაცულად გრძნობს, ქალაქ მარსელში კი მხოლოდ 43%-ი გრძნობს თავს დაცულად.

ანალოგიური ვითარებაა ბელგიაში – ანტვერპენში – 73%, ლიეჟში – 44%, ხოლო თურქეთში კი ანტალიაში – 80%, სტამბოლში – 44%.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მიმართულებაზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version