Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ გავხადოთ ფრენა კომფორტული? აუცილებელი ნივთები მგზავრობისთვის

A female passenger sleeping comfortably on a plane using a neck pillow and eye mask.

წინასწარ მგზავრობისთვის და ფრენისთვის მომზადება აუცილებელია. კომფორტი იწყება არა თვითმფრინავში მგზავრობსას, არამედ ავიაბილეთების შერჩევიდან. თუ სტოკჰოლმში მიფრინავთ, მნიშვნელოვანია წინასწარ მოიძიოთ იაფი ფრენები სტოკჰოლმში. შემდეგ ამას მოყვება იმ აუცილებელი ნივთების მოძიება, ყიდვა და შეგროვება, რომლებიც მგზავრობას მეტად მოსახერხებელს გახდის.

ამ სტატიაში კი ჩამოგითვლით აქსესუარებს, რომლებიც მაქსიმალური კომფორტისთვის გამოგადგებათ:

ტოპ 5 ნივთი მაქსიმალური კომფორტისთვის

კისრის ბალიში და თვალის ნიღაბი – ძილი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაზღვრავს თავის ტვინის მთელ რიგ სტრუქტურების კოორდინაციულ მოქმედებას. ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებლად დაგჭირდება რბილი კისრის ბალიში და თვალის ნიღაბი. უკეთესი იქნება აბრეშუმის თვალის ნიღაბი, რადგან ნაოჭების გაჩენისგან თავი დაიცვათ.

sleep in an airplane-avia.ge

 

ხმაურის დამხშობი ყურსასმენები – უკეთესი ძილისთვის და კარგი მგზავრობის გამოცდილებისთვის, დამხშობი ყურსასმენები აუცილებელია. ძრავის ხმაურისგან თავის დასაღწევად იდეალური საშუალება და გამოსავალია.

დამატენიანებელი საშუალებები – ჰაერი თვითმფრინავში მშრალია, ამიტომ ჰგიენური ტუჩსაცხი, ხელის კრემი და საცხები აუცილებელი აქსესუარებია.

პორტატული დამტენი (Power Bank) – თქვენი მოწყობლობები ყოველთვის მუშა მდგომარეობაში რომ იყოს, აუცილებელია თან იქონიოთ დამტენი და დანიშნულების ადგილას მომზადებული ჩაფრინდეთ.

კომპრესიული წინდები – გრძელი ფრენისას ფეხების შეშუპების თავიდან ასაცილებლად.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა6 დეკემბერი 202614 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 79 -დან
სალონიკი4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 126 -დან
ბრატისლავა26 იანვარი 202730 იანვარი 2027ავიაბილეთები 163 -დან
ათენი16 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 189 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 204 -დან
მილანი4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027ავიაბილეთები 222 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 249 -დან
ვენეცია28 ნოემბერი 202612 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 252 -დან
ვარშავა23 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 254 -დან
ბერლინი12 იანვარი 202716 იანვარი 2027ავიაბილეთები 276 -დან

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

მოგეხსნებათ, მგზავრობის დროს მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვაწუხოს ტანსაცმელმა. თუმცა, თუ ბარგის წონაში შეზღუდულები ხართ, გირჩვთ ფენა-ფენა ჩაიცვათ. ასე თვითმფინავის ტემპერატურასაც მოერგებით, რადგან ხხშირად იცვლება და თან ბარგშიც მეტ ნივთს ჩადებთ.

კვება და ჰიდრატაცია

თვითმფრინავის სალონში ჰაერის ტენიანობა ჩვეულებრივზე დაბალია, რაც ორგანიზმის სწრაფ დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას) იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, საუკეთესო გამოსავალი საკუთარი ცარიელი ბოთლის ქონაა. აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ბოთლი სპეციალურ უფასო წყლის დისპენსერებში შეავსოთ. ეს არა მხოლოდ დაგეხმარებათ სითხის ბალანსის შენარჩუნებაში მთელი ფრენის განმავლობაში, არამედ აგარიდებთ აეროპორტის მაღაზიებში წყლის გადაჭარბებულ ფასს.

რაც შეეხება კვებას, მსუბუქი წასახემსი (თხილი, ჩირი, ენერგეტიკული ბატონები) აუცილებელი კომპონენტია, განსაკუთრებით ბიუჯეტური ავიაკომპანიებით მგზავრობისას, სადაც კვება ფასიანია. საკუთარი საკვები გაძლევთ გარანტიას, რომ შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ რეისის დაგვიანების ან ხანგრძლივი ფრენის დროს, რაც თქვენს მგზავრობას ბევრად უფრო პროგნოზირებადს და კომფორტულს გახდის.

რჩევა – კომფორტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია რეისის სწორად შერჩევა, მაგალითად: პირდაპირი ფრენა ან მოსახერხებელი გადაჯდომა, რაშიც Avia.ge-ს ფილტრები საუკეთესოდ ეხმარება მომხმარებელს.

საბოლოოდ, რომ გამოვიტანოთ დასკვნა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრენის ხარისხი დიდწილად იმ მცირე დეტალებზეა დამოკიდებული, რომლებსაც გამგზავრებამდე გაითვალისწინებთ. სწორად შერჩეული ნივთები, ორგანიზებული ხელბარგი და ჰიდრატაციაზე ზრუნვა დაღლილობის ნაცვლად მოგზაურობის სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. გახსოვდეთ, რომ კომფორტული მგზავრობა იწყება არა აეროპორტში, არამედ იდეალური რეისის შერჩევისას.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version