ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ბრატისლავის მიმართულებით

bratislavis aviabiletebi

ევროპაში უამრავი ქვეყანაა, რომელიც ულამაზესი სანაპიროებითა და ცნობილი კურორტებით იწონებს თავს. თუმცა, სლოვაკეთსა და მის დედაქალაქს ბევრად უფრო განსაკუთრებული აურა შეიძლება ქონდეს თქვენი ვიზიტის დროს. ზღვებიდან საკმაოდ დაშორებული ეს ქალაქი საოცრად რომანტიულ და მყუდრო სიტუაციაში ამოგაყოფინებთ თავს, თუკი ავიაბილეთები ბრატისლავის მიმართულებით გექნებათ შეძენილი რომელიმე მომავალ რეისზე.

ფერადი ფასადებით გაფორმებული მოკლე ქუჩები ამ ქალაქში სეირნობისას უამრავ მშვენიერ ბაღთან და ძალიან საინტერესო მუზეუმებთან მიგიყვანთ. გზად თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური ადგილობრივი კულინარიის შედევრები. ბრატისლავის თითქმის ყველა უბანი ასევე სავსეა ქუჩის არტისტებით და მათ მიერ გამოფენილი საკმაოდ თვალწარმტაცი ხელოვნების ნიმუშებით. მათი მუშაობის ყურება საკმაოდ დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ.

სლოვაკეთის დედაქალაქი ასევე გამოირჩევა სპეციალური ლოკაციებით, რომელიც ტურისტების გასართობათაა მოწყობილი. აქ ჩამოსვლის შემდეგ თავისუფლად შეძლებთ გააგრძელოთ ღამის ცხოვრება საკმაოდ თანამედროვე ღამის კლუბების სტუმრობის წყალობით. თუმცა, ასევე დღისით რომანტიული სეირნობის შემდეგ შეხვდებით უამრავ ულამაზეს კაფეს, რომელთა ძირითად ნაწილსაც ენით აღუწერელი ხედი აქვს ქალაქის ჰორიზონტზე. შესაბამისად, ავიაბილეთები ბრატისლავის მიმართულებით რამდენიმე მიზეზის გამო უნდა შეიძინოთ.

როდესაც ბრატისლავას ესტუმრებით, თქვენ ფაქტიურად ორი ქალაქის მონახულების შანსი გექნებათ. სლოვაკეთის ეს გამორჩეული მხარე ღამით სრულიად იცვლება და ამის საშუალებას მას საკმაოდ ორიგინალური და მრავალფეროვანი განათების სისტემები აძლევს. ამის წყალობით, თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად ბრატისლავის ქუჩებში ღამით სეირნობა ძალიან რომანტიულ და დაუვიწყარ გართობათ გექცევათ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სლოვაკეთის დედაქალაქში გასაფრენად საკმაოდ მოხერხებული ვარიანტის არჩევა შეგიძლიათ. უკრაინული ავიხაზების თვითმფრინავი ბრატისლავაში 500–დან 800 ლარის ფარგლებში ჩაგიყვანთ. ამ ფასში შედის უკან დასაბრუნებელი რეისის ღირებულებაც. საქართველოდან გაფრენის შემდეგ დანიშნულების ადგილზე დაახლოებით 10 საათში იქნებით. მსგავსი მისაღები შეთავაზებების ნახვა Avia.Ge-ს ვებგვერდზე შეგიძლიათ.

თბილისი ბრატისლავა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 დეკემბერი 20248 იანვარი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 714 -დან
21 მარტი 202531 მარტი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 957 -დან

Avia.Ge–ს მობილური აპლიკაცია ასევე გთავაზობთ ასობით ავიაკომპანიის ბაზებზე წვდომის შესაძლებლობას. თქვენ ვებსაიტის ან აპლიკაციის გამოყენების წყალობით მაგალითად აღმოაჩენთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის სურვილის შემთხვევაში ავიაბილეთები ბრატისლავის მიმართულებით 500–დან 600 ლარამდე ღირებულებით შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში Ural Airlines–ით სარგებლობა მოგიწევთ.

Exit mobile version