ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით

ბოლონია

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეხვდებით ადგილობრივი სამზარეულოს შედევრებს, თუმცა ეს ყველაზე მეტად ალბათ მაინც იტალიის სტუმრებს გამოუვათ. განსაკუთრებით ტურისტებს ჩრდილოეთ რეგიონები დაამახსოვრებს თავს, შესაბამისად ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით მართლაც იდეალური საჩუქარი შეიძლება იყოს თქვენი საყვარელი ადამიანისათვის. არქიტექტურული შედევრებითა და უძველესი მასიური ბაზილიკებით გაფორმებული ქალაქი ნებისმიერი კატეგორიის სტუმარს მისცემს იდეალური დროის გატარების საშუალებას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით გაფრენის მსურველებს მართლაც გაუმართლათ. ევროლიბერალიზაციისა და საქართველოში რამდენიმე ახალი ცნობილი ავიაკომპანიის შემოსვლის შემდეგ, ქართველი ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად ბოლონიაში გაფრენა და ულამაზეს ფანტანებს შორის სეირნობა როგორც პირდაპირი რეისით, ისე გადაჯდომის საშუალებითაცაა შესაძლებელი.

Pegasus Georgia-ის აქციების მიხედვით ახალ სეზონზე ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით 450-დან 550 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს ფრენა საერთო ჯამში დაახლოებით 10 საათიანი იქნება და თქვენ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ გადასაჯდომად შეჩერება. რაც შეეხება თბილისიდან პირდაპირი რეისით ბოლონიაში მოხვედრას, ამ შემთხვევაში Airzena-ის აქციებით აჯობებს სარგებლობა. მათი მომსახურების ფასი 1000 ლარიდან 1400 ლარამდე მერყეობს და ამ ვარიანტით სარგებლობის შემთხვევაში დაახლოებით 4 საათსა და 30 წუთში უკვე იტალიურ მიწაზე დადგამთ ფეხს.

თბილისი ბოლონია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 აგვისტო 20254 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 663 -დან
5 სექტემბერი 20258 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 716 -დან
14 ოქტომბერი 202520 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 622 -დან
18 დეკემბერი 202515 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 701 -დან

რენესანსის პერიოდის სტილი და ატმოსფერო ამ გამორჩეულ ქალაქში მართლაც სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. აქ უამრავი ისეთი ქუჩა შეგხვდებათ, სადაც ნებისმიერი ისეთი ადამიანი შეძლებს იდეალურად გართობას, რომელსაც საყიდლებზე სიარული უყვარს ან უბრალოდ მოდის ახალი ტრენდები ხიბლავს. შესაბამისად, თქვენ შესაძლოა მარტივად გაგიჩნდეთ ამ საინტერესო კუთხის მოსანახულებლად გაფრენის სურვილი მაგალითად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაშიც Wizz Air დაგეხმარებათ.

ცნობილი ავიაკომპანის მიერ შემოთავაზებული უახლესი აქციების მიხედვით, ავიაბილეთები ბოლონიის მიმართულებით 850-დან 950 ლარამდეა შეფასებული. ამ ფასად თქვენ შეძლებთ ქუთაისიდან ულამაზეს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქში 16 საათში ჩაფრინდეთ. ეს რეისი ითვალისწინებს შუა ფრენის დროს გადასაჯდომად ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში შეჩერებას. ყველაზე მოხერხებული და იაფიანი ვარიანტების შერჩევას Avia.Ge-ს თანამედროვე ინტერფეისის მქონე საძიებო სისტემა მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.

ქუთაისი ბოლონია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 ოქტომბერი 202516 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 502 -დან
Exit mobile version