ქართველი მოგზაურთათვის ერთ-ერთი სასურველი მიმართულება თურქეთი და მისი კურორტებია. ზოგადად, ტურისტების ინტერესს თურქეთის მიმართ ქვეყნის ადგლმდებარეობა, კომფორტული ზღვისპირა კურორტები, საოცარი სანაპიროები, კლიმატი და მისაღები ფასები განაპირობებს.
აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე ეს საოცარი ქვეყანა ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ სპორტის უამრავ სათავგადასავლო სახეობაში, რომლებიც მოიცავს: დაივინგს, პარაპლანით დაშვებას, ჯომარდობას, ზიპლაინს, სერფინგს და სხვ.
თბილისი ანტალია
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
28 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 323 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 363 -დან |
28 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 383 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 384 -დან |
27 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 399 -დან |
28 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 402 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 409 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 418 -დან |
25 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 420 -დან |
28 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 420 -დან |
25 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 423 -დან |
30 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 425 -დან |
27 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 432 -დან |
28 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 444 -დან |
26 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 455 -დან |
31 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 458 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 462 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 466 -დან |
28 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 467 -დან |
30 დეკემბერი 2024 | პირდაპირი | ავიაბილეთები 470 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 472 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 473 -დან |
27 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 475 -დან |
31 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 479 -დან |
31 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 481 -დან |
31 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 483 -დან |
25 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 484 -დან |
28 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 487 -დან |
30 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 489 -დან |
31 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 490 -დან |
თუ ფიქრობთ, რომ სერფინგი აუცილებლად სახიფათო და ექსტრემალურ სრიალს ნიშნავს დიდ ტალღებსა და შტორმში, ეს ასე არ არის. ინსტრუქტორები ადგილზევე უხსნიან მსურველებს წყლის ზედაპირზე სრიალის ელემენტარულ წესებს, რაც არც ისე რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ჩანაქალე
ჩანაქალეს სანაპიროსთან მდებარე გოქჩეადა იდეალური ადგილია მოგზაურთათვის, რომლებსაც სურთ მშვიდი დასვენება და სერფინგი ეგეოსის ზღვაზე. კუნძული 2011 წლიდან ყოველწლიურად ათასობით სერფერს მასპინძლობს. იგი გთავაზობთ შესანიშნავ პირობებს 300 დღის განმავლობაში. გოქჩეადაზე Aydincik beach და საროსის ყურე არის ყველაზე პოპულარულ სასერფინგო ადგილებს შორის, რომლებიც ასევე იდეალურია ვინდსერფინგისთვისაც.
ალაჩათი
ალაჩათი სერფინგისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესი ადგილია. ყოველწლიურად მის სანაპიროს ათასობით სერფერი სტუმრობს. დამწყებიც რომ იყოთ, აქ ამ სპორტით ძალიან ისიამოვნებთ. საუკეთესო პერიოდი კი მაისიდან ოქტომბრამდეა.
ალაჩათი დაკავშირებულია ჩეშმესთან, რომელიც ასევე ცნობილია საუკეთესო სასერფინგო ადგილად მსოფლიოში. აქ ამინდის შესანიშნავი პირობებია. ჩეშმესა და ალაჩათში ტურისტებმა უნდა იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობები სერფინგისა და კეიტსერფინგისთვის. ალაჩათში ასევე ატარებენ სპეციალურ გაკვეთილებსაც სპორტის ამ სახეობის შესასწავლად, რაც არც ისე რთულია.
ენერგიით სავსე დღის, სანაპიროზე ზღვის ყურებით ტკბობისა და მზის ჩასვლის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები იქ არსებულ რესტორნებსა და კაფე-ბარებში.
სასერფრინგო ადგილები სამხრეთ ეგეოსში
სერფინგისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა დატჩას რაიონშია, რომელიც ეგეოსის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. აქ სერფინგის მრავალი აქტივობაა ინტეგრირებული, რომელიც გრძელდება მაისიდან სექტემბრამდე.
ასევე ბოდრუმი -ც ძალიან პოპულარულია ამ კუთხით. ზღვაში საბანაოდ კარგი პერიოდია აპრილის თვიდან ოქტომბრამდე. მყუდრო და ულამაზეს ყურეებში ყველაფერია თავმოყრილი, რაც კი შესაძლებელია მოისურვოთ ზღვაზე აქტიური დასვენებისთვის: სერფინგი, დაივინგი, წყლის თხილამურები, იახტა და სხვა მრავალი აქტივობა.
აქ არის სამკილომეტრიანი სასერფინგო ბილიკი, სადაც ქვიშა და არაღრმა წყალი დაგხვდებათ. ამ სპორტით გატაცებული ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ბოდრუმში, სადაც დასვენება მათთვსი უდიდეს შვებასა და განტვირთვას წარმოადგენს.
კურორტზე უამრავი მაღალი დონის რესტორანი და კაფე და ბარია. საინტერესო ექსკურსიები კი თქვენს დასვენებას შემატებენ განსხვავებულ, შემეცნებით ღირებულებას.
თუ ხართ წყლის სპორტის მოყვარული, აუცილებლად ეწვიეთ ამ საოცარ ადგილებს და მიიღეთ დაუვიწყარი გამოცდილება.