ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საუკეთესო ბიზნესკლასის მქონე ავიაკომპანიები

World’s Best Business Class Airlines

TradingPlatforms.com-ის მიხედვით, ყველაზე კარგი სერვისი ბიზნესკლასის მქონე ერთ-ერთი ავიაკომპანია Qatar Airways -ია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის მქონე ავიაკომპანიის ათეულში მოხვდა და საქართველოში ოპერირებს.

ყატარის ავიახაზები თითქმის უკვე 30 წელია ზრუნავს მგზავრებზე და ყველაფერს აკეთებს მათი სიამოვნებისთვის. თვითმფრინავის სალონი საშუალებას იძლევა მოეწყოთ კომფორტულად, ივახშმოთ და დაიძინოთ მოხერხებულად.

ავიაკომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები ექვემდებარება პროფესიული, დამოუკიდებელი შემოწმებისა და შეფასების უმაღლეს შესაძლო სტანდარტებს. არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მაგალითად, როგორიცაა Skytrax-ის მიერ 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის წოდება.

საუკეთესო ბიზნესკლასის მქონე ავიაკომპანიების სიის ათეულში, ევროპული ავიაკომპანიებიდან, Turkish Airlines -იც მოხვდა. თურქული ავიაკომპანის პოპულარობას განაპირობებს მომსახურების მაღალი ხარისხი, კომფორტული მგზავრობა და თანამედროვე თვითმფრინავები.

ათეულში ასევე მოხვდნენ: Singapore Air, Hong Kong Cathay Pacific, Etihad, Emirates, Japan Airlines, Virgin Atlantic, Air New Zealand და Delta.

Exit mobile version