გადაწყვიტეთ გაემგზავროთ პარიზში, თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ ბოვე – ტილის აეროპორტიდან პარიზის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
ბოვე – ტილის აეროპორტიდან პარიზის ცენტრში მოსახვედრად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სამი ვარიანტით: ტაქსი, ავტობუსი ან მატარებელი.
როგორ მივიდეთ ბოვე – ტილის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?
ბოვე – ტილის აეროპორტიდან პარიზის ცენტრამდე ტაქსით ტრანსპორტირება ყველაზე სწრაფი და მარტივი ვარიანტია. მგზავრობის დრო მოიცავს დაახლოებით 70 წუთს, ზუსტი დრო კი დამოკიდებული დანიშნულების ადგილზე.
რაც შეეხება ფასებს, 2022 წლის მონაცემებით, ბოვეს – ტილის აეროპორტიდან ქალაქამდე ტაქსები ფასდება ფიქსირებული ტარიფის სისტემით. დღისით (7:00 – 19:00) ქალაქის ცენტრამდე მგზავრობის ფასი 170 ევროა, ხოლო ღამით (19-00 – 7:00) 210 ევრო.
ასევე იქნება დამატებითი გადასახადი 10 კგ-ზე მეტი ბარგის – 0.66 ევრო და 4 ადამიანზე მეტი მგზავრის შემთხვევაში თითოეულზე -1.77 ევრო.
როგორ ავიყვანოთ ტაქსი?
როგორც კი ტერმინალ 1-ისა და 2-ის ჩამოსვლის კარიბჭის გარეთ გამოხვალთ, დაინახავთ ტაქსების გრძელ რიგს, რომლებიც მგზავრებს ელოდებიან.
როგორ მივიდეთ ბოვე – ტილის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლით?
ბოვეს-ტილის აეროპორტში არ არის მატარებლის სადგური, ამიტომ მატარებლით ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად, ჯერ ბოვეს მატარებლის სადგურზე მოგიწევთ გამგზავრება ავტობუსით ან ტაქსით. ამის შემდეგ კი თქვენ მატარებლით ქალაქის ცენტრში მოხვდებით. მგზავრობის საერთო დრო დაახლოებით 125 წუთი იქნება.
მგზავრობის საბოლოო ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას აირჩევთ. 2022 წლის მონაცემებით, მატარებლის ბილეთის ღირებულება 14,50 ევროა. ტაქსის ღირებულება, მატარებლის სადგურამდე, დღის მონაკვეთში 15 ევროა, ღამით 18 ევრო. რაც შეეხება ავტობუსის ბილეთის საფასურს მატარებლის სადგურამდე – 1 ევროა.
სად მდებარეობს მატარებლის სადგური?
მატარებელი მიემგზავრება ბოვეის მატარებლის სადგურიდან, რომელიც მდებარეობს აეროპორტიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე. სადაც მოხვდებით ტაქსის ან ავტობუსის მეშვეობით.
როგორ მივიდეთ ბოვე-ტილის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?
აეროპორტის სატრანსპორტო ავტობუსით ბოვე-ტილის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე გადაადგილება ძალიან იაფი და მარტივი ვარიანტია. ავტობუსი გადის თვითმფრინავის ყოველი რეისიდან 20 წუთში, ხოლო ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად 85 წუთია სჭირო.
ცალმხრივი ბილეთის ღირებულება, 2022 წლის მონაცემებით, ბოვე-ტილის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 17 ევროა ხოლო წინასწარ, ონლაინ შეძენის შემთხვევაში 15,90 ევრო. 3 წლამდე ბავშვები სარგებლობენ უფასო მგზავრობით.
სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?
აეროპორტში არის პარკინგი, რომელიც სპეციალურად არის გამოყოფილი აეროპორტის სატრანსპორტო სამგზავრო ავტობუსისთვის. ის მდებარეობს 1 და 2 ტერმინალებს შორის, და ადვილად მისასვლელია ფეხით.