ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაციის ამოუხსნელი გამოცანები: რეისები, რომლებიც უკვალოდ გაქრა

A vintage black and white photograph shows a large group of aviators posing in front of a propeller aircraft.

ყოველდღიურად ცაში 100 000-ზე მეტი რეისი სრულდება. მგზავრები ყოველგვარი შიშის გარეშე ყიდულობენ თბილისი ფლორენცია ავიაბილეთები, თუ სხვა პოპულარულ მიმართულებებს და სიხარულით მოგზაურობენ თავიანთ საოცნებო ადგილებში. თუმცა ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავები უბრალოდ გაქრნენ. ტექნოლოგიური პროგრესის, ჯიპიესებისა და რადარების მიუხედავად, ოკეანეები და უკაცრიელი ადგილები კვლავ ძალიან დიდ საიდუმლოებს ინახავს. ამ სტატიაში განვიხილავთ და მოგიყვებით იმ შემთხვევებზე, რომლებიც ყველაზე გახმაურებულია და მისტიკურ გაუჩინარებებს ეხება.

ყველაზე ცნობილი გაუჩინარებული რეისები ისტორიაში

ბოინგი 777, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან დაახლოებით 40 წუთში გაქრა რადარებიდან. კომუნიკაცია პილოტმა გაწყვიტა სიტყვებით: “ღამე მშვიდობის, მალაიზია 370”. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა და რა არის ამ ისტორიის საიდუმლო, სატელიტური მონაცემებით, თვითმფრინავმა კურსი მკვეთრად შეიცვალა და ინდოეთის ოკეანისკენ გაფრინდა, სადაც კიდევ 7 საათი იფრინა.

დღემდე უცნობია ზუსტი ვარდნის ადგილი და მიზეზი. ნაპოვნია მხოლოდ მცირე ნამსხვრევები აფრიკის სანაპიროებთან

ხუთივე თვითმფრინავი უკვალოდ გაქრა. უფრო მეტსაც გეტყვით, სამაშველო თვითმფრინავი, რომელიც მათ საძებნელად გაუშვეს, ასევე გაუჩინარდა 13 ეკიპაჟის წევრით. ამ შემთხვევის სტატუსი დღემდე უცნობია. არცერთი თვითმფრინავის ნამსხვრევი არ არის ნაპოვნი. ამ შემთხვევამ, კი საფუძველი ჩაუყარა ბერმუდის სამკუთხედის ლეგენდას.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა13 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 108 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027ავიაბილეთები 148 -დან
სალონიკი15 თებერვალი 202722 თებერვალი 2027ავიაბილეთები 157 -დან
სტამბოლი24 მარტი 202619 აპრილი 2026ავიაბილეთები 199 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 209 -დან
ათენი12 აპრილი 202626 აპრილი 2026ავიაბილეთები 213 -დან
ვარშავა20 მარტი 20264 აპრილი 2026ავიაბილეთები 222 -დან
პოზნანი26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 231 -დან
ბუდაპეშტი12 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 241 -დან
კატოვიცა12 მარტი 202617 მარტი 2026ავიაბილეთები 243 -დან

ის და მისი შტურმანი, ფრედ ნუნანი, წყნარ ოკეანეში, ჰოულენდის კუნძულისკენ მიფრინავდნენ. მათ რადიოკავშირით გადასცეს, რომ საწვავი უთავდებოდათ და კუნძულს ვერ ხედავდნენ. სამწუხაროდ, დღემდე ვერ იპოვეს არც თვითმფრინავი და არც სხეულები. თეორიები მერყეობს ოკეანეში ჩავარდნიდან იაპონელების ტყვეობით დამთავრებული.

1962 წელს, მარშრუტით გუამი – ფილიპინები, 90-ზე მეტი სამხედრო გადაჰყავდათ. ამერიკული სამხედრო ჩარტერული რეისი, რომელსაც 100-მდე მგზავრი ჰყავდა გაქრა. პილოტებს არანაირი განგაშის სიგნალი არ გადაუციათ.

მიმდებარე ტანკერმა დაინახა ძლიერი აფეთქება ცაში, თუმცა ფართომასშტაბიანი ძებნის მიუხედავად, ნამსხვრევები ვერ იპოვეს. სტატუსი დღემდე ამოუხსნელია. ვარაუდობენ საბოტაჟს ან ჰაერში აფეთქებას.

რატომ არის რთული თვითმფრინავის პოვნა 21-ე საუკუნეში?

ბევრს უკვირს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში უზარმაზარი ლაინერი გაქრეს. რეალობა ისაა, რომ ოკეანის დიდი ნაწილი რადარების დაფარვის ზონის მიღმაა. როდესაც თვითმფრინავი ღია ოკეანეში ეცემა, ის ხშირად იძირება ათასობით მეტრი სიღრმეზე, სადაც „შავი ყუთის“ სიგნალის დაჭერა უკიდურესად რთულია, ხოლო წყალქვეშა რელიეფი ძებნას თითქმის შეუძლებელს ხდის.

საბოლოოდ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა ჩვენი მსჯელობიდან და ვთქვათ, რომ მიუხედავად ამ გახმაურებული ტრაგიკული შემთხვევებისა, ეს ისტორიები გამონაკლისს მიეკუთვნებიან. ავიაცია რჩება ტრანსპორტის ყველაზე უსაფრთხო სახეობად. თავისუფლად შეგიძლიათ, ახლავე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისიერი მიმართულებით და ესტუმროთ თქვენთვის საყვარელ ქალაქებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება, პარიზი, რომი თუ მილანი – ახალი ტექნოლოგიები პრევენციას ახდენენ ყოველგვარი ავიაკატასტროფის მოხდენისგან.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version