Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაკომპანია Wizz Air -ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

wizzair gancxadeba

ავიაკომპანია Wizz Air ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის დისპეჩერების (ATC) გაფიცვასთან დაკავშირებით, რაც უკვე სერიოზულად ართულებს ფრენების დაგეგმვას როგორც მიმდებარე ქვეყნების ასევე საფრანგეთის მიმართულებით.

wizz air ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens22 November 202625 November 2026Wizz Airავიაბილეთები 159 -დან
Barcelona16 November 202625 November 2026Wizz Airავიაბილეთები 430 -დან
Berlin20 September 202623 September 2026Wizz Airავიაბილეთები 424 -დან
Brussels1 November 20265 November 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 275 -დან
Budapest28 November 20261 December 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
Dortmund10 December 202617 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Memmingen23 November 202627 November 2026Wizz Airავიაბილეთები 274 -დან
Frankfurt10 November 202617 November 2026Wizz Airავიაბილეთები 411 -დან
Hamburg6 October 202613 October 2026Wizz Airავიაბილეთები 434 -დან

განცხადებაში აღნიშნულია:


„საფრანგეთში მიმდინარე საჰაერო მოძრაობის დისპეჩერების გაფიცვამ, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფრენების სიხშირეზე მთელ რეგიონში. ეს ინდუსტრიული გაფიცვა იწვევს არსებულზე მეტად გადატვირთულ საჰაერო სივრცეს ევროპაში და უკვე ფიქსირდება მასშტაბური ფრენების დაგვიანება და გაუქმება, მათ შორის Wizz Air-ის რეისებზე.“

ავიაკომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს იმისათვის, რომ მგზავრებზე ზემოქმედება შეიზღუდოს მინიმუმამდე. “ჩვენი საოპერაციო და მომხმარებელთა მომსახურების გუნდები 24/7 რეჟიმში მუშაობენ, რათა შევინარჩუნოთ რეისების შესრულების მაქსიმალური სიზუსტე და თავიდან ავიცილოთ გაუქმებები. ხშირად ვახერხებთ რეისების განხორციელებას დაგვიანებით, რათა არ ჩაიშალოს მგზავრთა გეგმები.“

თუმცა, როდესაც რეისის გაუქმება გარდაუვალია, Wizz Air დაუყოვნებლივ ააქტიურებს მხარდაჭერის მექანიზმებს – გადაჯავშნის ალტერნატიულ ვარიანტებს და ანაზღაურებას მომხმარებლებს უმოკლეს დროში. კომპანია მადლობას უხდის მგზავრებს მოთმინებისა და გაგებისთვის და ხაზს უსვამს, რომ შეფერხებები დაკავშირებულია მიზეზებთან, რომელთა გაკონტროლებაც ავიაკომპანიის ძალებს სცდება.

„ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთში პროცესში ჩართული მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, რაც მალე აღადგენს ნორმალურ რეჟიმს. მიმდინარე სიტუაცია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ფართო ევროპული მასშტაბის პრობლემაა და გავლენას ახდენს მილიონობით მგზავრზე,“ – აცხადებენ Wizz Air-ში.

მგზავრებს კომპანია ურჩევს რეგულარულად გადაამოწმონ თავიანთი ფრენის სტატუსი Wizz Air -ის ოფიციალურ ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში აეროპორტში გამგზავრებამდე, რათა მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები ოპერაციული ცვლილებების შესახებ.

მიიღე ფრენის კომპენსაცია მარტივად, დაგვირეკე: 579 20 60 40

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version