ავიაკომპანია Wizz Air ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის დისპეჩერების (ATC) გაფიცვასთან დაკავშირებით, რაც უკვე სერიოზულად ართულებს ფრენების დაგეგმვას როგორც მიმდებარე ქვეყნების ასევე საფრანგეთის მიმართულებით.
wizz air ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 17 დეკემბერი 2025 | 19 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 199 -დან |
ბარსელონა | 21 ნოემბერი 2025 | 26 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 471 -დან |
ბერლინი | 9 ნოემბერი 2025 | 13 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 309 -დან |
ბრიუსელი | 30 ნოემბერი 2025 | 3 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 255 -დან |
ბუდაპეშტი | 8 იანვარი 2026 | 10 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 233 -დან |
დორტმუნდი | 16 დეკემბერი 2025 | 13 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 276 -დან |
მემინგენი | 20 დეკემბერი 2025 | 10 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 171 -დან |
ფრანკფურტი | 23 იანვარი 2026 | 30 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 219 -დან |
ჰამბურგი | 29 ნოემბერი 2025 | 9 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 248 -დან |
კატოვიცა | 25 დეკემბერი 2025 | 3 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 248 -დან |
განცხადებაში აღნიშნულია:
„საფრანგეთში მიმდინარე საჰაერო მოძრაობის დისპეჩერების გაფიცვამ, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფრენების სიხშირეზე მთელ რეგიონში. ეს ინდუსტრიული გაფიცვა იწვევს არსებულზე მეტად გადატვირთულ საჰაერო სივრცეს ევროპაში და უკვე ფიქსირდება მასშტაბური ფრენების დაგვიანება და გაუქმება, მათ შორის Wizz Air-ის რეისებზე.“
ავიაკომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს იმისათვის, რომ მგზავრებზე ზემოქმედება შეიზღუდოს მინიმუმამდე. “ჩვენი საოპერაციო და მომხმარებელთა მომსახურების გუნდები 24/7 რეჟიმში მუშაობენ, რათა შევინარჩუნოთ რეისების შესრულების მაქსიმალური სიზუსტე და თავიდან ავიცილოთ გაუქმებები. ხშირად ვახერხებთ რეისების განხორციელებას დაგვიანებით, რათა არ ჩაიშალოს მგზავრთა გეგმები.“
თუმცა, როდესაც რეისის გაუქმება გარდაუვალია, Wizz Air დაუყოვნებლივ ააქტიურებს მხარდაჭერის მექანიზმებს – გადაჯავშნის ალტერნატიულ ვარიანტებს და ანაზღაურებას მომხმარებლებს უმოკლეს დროში. კომპანია მადლობას უხდის მგზავრებს მოთმინებისა და გაგებისთვის და ხაზს უსვამს, რომ შეფერხებები დაკავშირებულია მიზეზებთან, რომელთა გაკონტროლებაც ავიაკომპანიის ძალებს სცდება.
„ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთში პროცესში ჩართული მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, რაც მალე აღადგენს ნორმალურ რეჟიმს. მიმდინარე სიტუაცია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ფართო ევროპული მასშტაბის პრობლემაა და გავლენას ახდენს მილიონობით მგზავრზე,“ – აცხადებენ Wizz Air-ში.
მგზავრებს კომპანია ურჩევს რეგულარულად გადაამოწმონ თავიანთი ფრენის სტატუსი Wizz Air -ის ოფიციალურ ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში აეროპორტში გამგზავრებამდე, რათა მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები ოპერაციული ცვლილებების შესახებ.
მიიღე ფრენის კომპენსაცია მარტივად, დაგვირეკე: 579 20 60 40
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907