ავიაბილეთები ყველაზე იაფად

შვეიცარიის ავიაბილეთები იაფად

შვეიცარია

საზაფხულო სეზონზე არაფერი შეედრება ულამაზესი ალპების ფონზე მყუდროდ დასვენებას. სწორედ ასეთი იშვიათი და საოცარი ფუფუნების მონიჭება შეუძლია შვეიცარიის ავიაბილეთების იაფად შეძენას. ამ უნიკალურ ქვეყანაში თქვენ შეძლებთ დატკბეთ ულამაზესი ტბებით, ალპების თვალისმომჭრელი მწვერვალებითა და უძველესი სოფლების მისტიური არქიტექტურით.

შვეიცარიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ღირსება მის ჩრდილოეთში მდებარე ულამაზესი ქალაქი ბაზელია. ამ მხარეში თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ყველაზე განთქმული შვეიცარიული შოკოლადების ორიგინალი ბრენდები და თანაც ესტუმროთ სახელგანთქმული საათების სავაჭრო ცენტრებს.

ამ ქალაქში მართლაც ყოველ ნაბიჯზე მარტივად გადააწყდებით გამაოცებელ ხედებსა და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს. ამ არაორდინალურ გარემოში მოსახვედრათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან AIRFRANCE–ის ავიახაზებით გაფრენაა საუკეთესო ვარიანტი.

საფრანგეთის ლიდერი ავია კომპანია თბილისიდან სამოგზაუროდ წასვლის მსურველებს ბაზელში 250–დან 300–მდე ლარის სანაცვლოდ გადააფრენს.

თბილისი ბაზელი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 თებერვალი 20267 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 525 -დან

ასევე საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ შვეიცარიის ავიაბილეთები იაფად, თუკი ქუთაისიდან გსურთ ბაზელში ჩაფრენა. ამ შემთხვევაში ავიაკომპანია Wizz Air ge-ით სჯობს სარგებლობა. მათი თვითმფრინავები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაზელის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ ხშირად დაფრინავენ. აღნიშნულ რეისზე ავიაბილეთების დასაჯავშნად 400–დან 450–მდე ლარის გადახდა მოგიწევთ.

თუკი სამთო სპორტით გართობისა და ტბაში ნავით სეირნობის მაგივრად უფრო მეტად ევროპული ფუფუნების სტილში დასვენება გსურთ, მაშინ ჟენევას უნდა ესტუმროთ. შვეიცარიის ეს დიდებული ქალაქი მსოფლიოს საბანკო და დიპლომატიურ დედაქალაქად მართლაც სწორად ითვლება.

ფრანგული კულტურუს გავლენა შვეიცარიული ქალაქებიდან ყველაზე მეტად სწორედ ჟენევას ეტყობა და სწორედ ამიტომ, ბოჰემური დასვენების მსურველებმა პირველ რიგში ეს ულამაზესი მხარე უნდა მოინახულოთ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტბებსა და ალპებს შორის მოქცეულ ჟენევაში ავიაკომპანია AirFrance გაგაფრენთ ყველაზე მისაღებ ფასად. ცნობილი ავიახაზების რეისზე ავიაბილეთების დასაჯავშნად თქვენ 200–დან 250–მდე ლარის გადახდა მოგიწევთ.

თბილისი ჟენევა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 დეკემბერი 202524 დეკემბერი 2025პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 545 -დან
18 იანვარი 202621 იანვარი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 310 -დან
8 თებერვალი 202615 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 469 -დან
10 მარტი 202620 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 502 -დან
2 აპრილი 20269 აპრილი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 444 -დან
1 ივნისი 20268 ივნისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 541 -დან
28 ნოემბერი 20262 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 608 -დან
1 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 991 -დან

რაც შეეხება სხვა ვარიანტებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასევე შესაძლებელია მისაღებ ფასად ჟენევაში ჩაფრენა. ამ შემთხვევაში ავიაკომპანია Wizz Air–ის ავიაბილეთების დაჯავშნა სჯობს, რომლის ფასიც 350–დან 400–მდე ლარის ფარგლებში მერყეობს.

ქუთაისი ჟენევა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 იანვარი 20261 იანვარი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 2 402 -დან
16 ივნისი 202619 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 771 -დან

განსაკუთრებულ შვეიცარიულ ქალაქში გაფრენა ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაცაა შესაძლებელი. ქართული საპორტო ქალაქიდან შვეიცარიული ალპების ძირში მოსახვედრად ავიაკომპანია Turkish Airlines–ის გამოყენება აჯობებს. მათ რეისზე ავიაბილეთების დაჯავშნას 500–დან 550–მდე ლარის ფარგლებში მოახერხებთ.

ბათუმი ჟენევა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 დეკემბერი 202527 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 097 -დან
Exit mobile version