ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით

პოზნანი

პოზნანის ავიაბილეთები

ერთი შეხედვით უნივერსიტეტებით ცნობილი ქალაქი პოზნანი ტურისტული კუთხითაც საკამოდ საინტერესო და გამორჩეულია. პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდ ქალაქს მნიშვნელოვაში სავაჭრო, სპორტული, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური და მათ შორის, ტურისტული დანიშნულება აქვს.

ავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით გამოგზაურებთ ისეთ ქალაქში, სადაც რენესანსული სტილით აგებული შენობები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

ქალაქის ცენტრში თვალს მოგჭრით გოთიკური სტილის ტაძრები, მუზეუმები და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. ხოლო, თუ ძველი ბაზრობის მოედანზე გადაწყვეტთ გასეირნებას, პასტელურ ფერებში შეღებილი პატარა სახლები და შენობები კიდევ უფრო ზღაპრულს გახდის თქვენს მოგზაურობას.

პოზნანს განსხვავებული კუთხითაც გაიცნობთ თუ ცნობილ „Ostrow Tumski” – ის მოინახულებთ. ამ კუნძულზე მოხვედრისას თქვენთვის უფრო ნათელი გახდება პოზნანის ისტორია, რადგან სწორედ აქ დაარსდა ეს უმშვენიერესი ქალაქი. საღამოს მდინარე ვარტას ნაპირებზე გასეირნება კი თქვენი საინტერესო დღის სასიამოვნო დასასრული იქნება.

ასეთი დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან ავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით უკვე შეგიძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეიძინოთ და სულ რაღაც 3 საათსა და 45 წუთში ამ საოცარ ქალაქში აღმოჩნდეთ.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

2019 წლის 18 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air Georgia – ი თავის ერთგულ მგზავრებს პოზნანის მიმართულებით პირდაპირ რეისს სთავაზობს. რაც ყველაზე მთავარია, ფასები საკმაოდ მისაღები იქნება მომხმარებლებისთვის, რადგან ორი გზის ავიაბილეთის შეძენა 250 – 300 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.

ხოლო , თუ თქვენს მოგზაურობას დაგეგმავთ, მაგალითად ნოემბერში, ორმხრივ ავიაბილეთს 180 ლარის ფარგლებშიც კი შეიძენთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ბიუჯეტურ ფრენაზე პრიორიტეტული კომფორტია, მაშინ შეგიძლიათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონური ავიახაზებით “LOT” – ით ისარგებლოთ. ეს ავიაკომპანია ორმხრივ ავიაბილეთს 600 – დან 900 ლარის ფარგლებში გვთავაზობს. ხოლო, უფრო მაღალ სერვისს და კომფორტულ მგზავრობას ავიაკომპანია “Lufthansa “ 1000 – დან 1200 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

თბილისი პოზნანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 დეკემბერი 20242 იანვარი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 877 -დან

ავიაბილეთები პოზნანის მიმართულებით შეგიძლიათ მარტივად და კომფორტულად მოიძიოთ Avia.ge – ზე და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. ხოლო , ამ პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

Exit mobile version