ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით

ჰამბურგი

ჰამბურგის ავიაბილეთები

გერმანიის მეორე ყველაზე დიდი და  მთავარი საპორტო ქალაქი , ჰამბურგი , თავისი არქიტექტურითა და პორტებით უამრავი ტურისტის ყურადღებას ყოველწლიურად იპყრობს და მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარეშე ნამდვილად არ ტოვებს.

ამ ქალაქში თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ  სხვადასხვა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა იხილოთ და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ.

ჰამბურგი რამდენიმე საუკუნეა ჩამოყალიბდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად. ამ ქალაქს ნამდვილად გამოარჩევს მუზეუმების, გალერეებისა და გამოფენების სიმრავლე.

ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით თქვენ დაგეხმარებათ, რომ აღმოაჩინოთ და მოინახულოთ ძველი ეპოქის სხვადასხვა პერიოდის მხატვრობა და სკულპტურა, გაეცნოთ მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშებს, კონცეპტუალურ ხელოვნებასა  და ფოტოგრაფიას.

თუ თქვენ ღამის ცხოვრება გიზიდავთ, ჰამბურგი ამ მხრივაც არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს. მას გართობისა და ღამის ცხოვრების კუთხით ევროპის საუკეთესო ქალაქად ასახელებენ. აქ თქვენ შეძლებთ დაუვიწყარი ღამეები გაატაროთ მრავლად წარმოდგენილ ბარებში, კლუბებსა და თანამედროვე დისკო წვეულებებზე, ხოლო თუ უფრო მეტად სიმშვიდე და ბუნება გიზიდავთ, ჰამბურგი დასასვენებელი პარკების დიდ არჩევანს გთავაზობთ.

თუ დიდი ხანია გსურთ ამ ქალაქში მოხვედრა, თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, რადგან 2019 წლის 20 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air-ის პირდაპირი ფრენები განხორციელდება. თუ სამოგზაუროდ სწორედ ამ პერიოდს აირჩევთ, ჰამბურგით კიდევ უფრო მოხიბლულები დარჩებით,რადგან საახალწლო დეკორაციები და მორთულობები, საშობაო ბაზრობები და სადღესასწაულო განწყობა ამ ქალაქს ნამდვილად გამოარჩევს.

ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ  4 საათსა და 25 წუთში ამ დაუვიწყარ გარემოში მოხვდეთ , ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას კი სულ რაღაც 372 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ქუთაისი ჰამბურგი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202422 მაისი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 848 -დან
30 ივნისი 20248 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 898 -დან
10 ივლისი 202417 ივლისი 20242 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 855 -დან

ავიაკომპანიების უფრო დიდი არჩევანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გექნებათ. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი კომფორტული და მაღალხარისხიანი ავიაკომპანიით როგორიც  “Turkish Airlines” – ია.

ავიარეისებს გვთავაზობენ ასევე ლატვიური ავიაკომპანია ეარბალტიკი და პოლონური ავიაკომპანიაLOT”. რაც შეეხება ფასებს, თუ თბილისიდან გამგზავრებაზე გააკეთებთ არჩევანს, ორ გზას თქვენ 750- დან 900 ლარამდე შეიძენთ.

თბილისი ჰამბურგი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მაისი 202422 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 718 -დან
12 ივნისი 202413 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 853 -დან
25 ივლისი 20245 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 021 -დან
1 აგვისტო 202411 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 962 -დან

ავიაბილეთები ჰამბურგის მიმართულებით ასევე, შეგიძლიათ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეიძინოთ, საიდანაც ავიარეისები Turkish Airlines – ის მიერ სრულდება და ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 800 – დან 1000 ლარამდე მერყეობს.

ბათუმი ჰამბურგი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 მაისი 202412 მაისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 201 -დან
22 ივნისი 202423 ივნისი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 920 -დან
18 ივლისი 202425 ივლისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 324 -დან

არჩევანის გაკეთება რომ უფრო გაგიმარტივდეთ, ამისათვის შეგიძლიათ Avia.ge – ის საძიებო სისტემით ისარგებლოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. ხოლო, უფრო მეტი კომპფორტისთვის, ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია ან დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

Exit mobile version