ავიაბილეთები ყველაზე იაფად

10 საუკეთესო მიმართულება შემოდგომის მოგზაურობისთვის ევროპაში

mogzauroba shemodgomit

შემოდგომა ბევრი მოგზაურისთვის წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდია. ეს არის დრო, როდესაც ზაფხულის სიცხე იკლებს, ტურისტების მასობრივი ნაკადი მცირდება, ხოლო ბუნება ფერთა არაჩვეულებრივ პალიტრას გვთავაზობს. ქალაქები და სოფლები თავიანთ ნამდვილ ხასიათს იბრუნებენ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მშვიდ გარემოში დავათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები, დავტკბეთ პეიზაჟებით და გავიცნოთ ადგილობრივი კულტურა. 2025 წლის შემოდგომის სეზონისთვის საუკეთესო მიმართულებები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების მოგზაურს დააკმაყოფილებს.

რიგა, ლატვია 

რიგა შემოდგომაზე განსაკუთრებულად ლამაზია – მისი ძველი ქალაქი არქიტექტურით და ვიწრო ქუჩებით მოგხიბლავთ, ხოლო გარეუბნებში მდებარე გაუიას ეროვნული პარკი ფერადი ხეების საოცარ პეიზაჟებს გთავაზობთ.
პირდაპირი ფრენები თბილისიდან რიგაში სრულდება airBaltic-ის მიერ, რაც ამ მიმართულებას ქართველებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

ბარსელონა, ესპანეთი 

ბარსელონა შემოდგომაზე ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე ზაფხულში, მაგრამ მაინც სავსეა სიცოცხლით. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ გაუდის არქიტექტურას, გაისეირნოთ ლა-რამბლაზე და დატკბეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით.
პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ბარსელონაში სრულდება Wizz Air-ის მიერ.

მადრიდი, ესპანეთი 

ესპანეთის დედაქალაქი შემოდგომაზე იდეალურია მუზეუმების, პარკების და ტრადიციული ტაპასის გასაცნობად. ქალაქში ნაკლები ტურისტია და ატმოსფერო უფრო მშვიდი ხდება.
პირდაპირი რეისები ქუთაისიდან მადრიდში სრულდება Wizz Air-ის მიერ.

ათენი, საბერძნეთი 

ათენი შემოდგომაზე მზიანია, მაგრამ არა ცხელ. იდეალური დროა აკროპოლისი, პარტენონი და ქალაქის მუზეუმების დასათვალიერებლად.
პირდაპირი რეისები თბილისიდან ათენში სრულდება Aegean Airlines-ისა და Sky Express-ის მიერ, ხოლო ქუთაისიდან Wizz Air-იც ახორციელებს დაბალბიუჯეტურ ფრენებს.

რომი, იტალია 

რომი შემოდგომაზე განსაკუთრებით მიმზიდველია: ნაკლები ტურისტი, სასიამოვნო ამინდი და უგემრიელესი იტალიური სამზარეულო. შეგიძლიათ მოინახულოთ კოლიზეუმი, ვატიკანი და ქუჩებში გაისეირნოთ მშვიდად.
პირდაპირი ფრენები თბილისიდან რომში სრულდება Georgian Airways-ის მიერ, ხოლო ქუთაისიდან რომის მიმართულებით wizz air-ის ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ბაქო20 დეკემბერი 202626 იანვარი 2027ავიაბილეთები 281 -დან
ერევანი26 აპრილი 20261 მაისი 2026ავიაბილეთები 311 -დან
სტამბოლი3 აპრილი 20264 მაისი 2026ავიაბილეთები 316 -დან
ანკარა23 აპრილი 202627 აპრილი 2026ავიაბილეთები 340 -დან
მილანი6 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 363 -დან
ანტალია24 აპრილი 202627 აპრილი 2026ავიაბილეთები 367 -დან
სარაევო17 აპრილი 202627 აპრილი 2026ავიაბილეთები 386 -დან
ჟენევა27 აპრილი 20264 მაისი 2026ავიაბილეთები 390 -დან

მილანი, იტალია 

მილანი არა მხოლოდ მოდის დედაქალაქია, არამედ შემოდგომაზე კულტურული ღონისძიებებითა და კულინარიითაც გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ იხილოთ დუომოს ტაძარი და მოინახულოთ არტ-გალერეები.
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან მილანში (მალპეზას აეროპორტში) სრულდება Wizz air-ის მიერ, ხოლო თბილისიდან EasyJet და Georgian Airways-იც უზრუნველყოფს პირდაპირ რეისებს.

ვენა, ავსტრია 

ვენა შემოდგომაზე განსაკუთრებულად კულტურულია: ოპერის სეზონი იხსნება, მუზეუმები გამოფენებით ივსება და ქალაქის პარკები ოქროსფერ ფერებში იმოსება. ეს არის ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თანამედროვე ევროპული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის.
პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ვენაში სრულდება Wizz Air-ის მიერ, ხოლო თბილისიდან ყოველდღიურად Austrian Airlines და Georgian Airways ახორციელებენ ფრენებს, რაც ვენას ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მიმართულებად აქცევს.

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი შემოდგომაზე განსაკუთრებული სიმშვიდითა და ფერებით იწონებს თავს. ეს არის იდეალური დრო ეიფელის კოშკი, ლუვრის და მონმარტრის დასათვალიერებლად. ქალაქის კაფეები სავსეა სეზონური დესერტებითა და ღვინით, ხოლო საღამოები უფრო რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის.
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან პარიზის ბოვეს აეროპორტში სრულდება Wizz Air-ის მიერ.
თბილისიდან შარლ დე გოლის აეროპორტში ფრენებს ასრულებენ Georgian Airways და Air France, ხოლო Transavia თბილისიდან პარიზის ორლის აეროპორტში უზრუნველყოფს რეისებს.

მიუნხენი, გერმანია

მიუნხენი შემოდგომაზე განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან ამ დროს ტარდება ცნობილი ოქტობერფესტი, ასევე ქალაქის პარკები ოქროსფრად იფარება. ბავარიის ალპები ახლოსაა, სადაც შეგიძლიათ შემოდგომის ლაშქრობაც. ფრენები: პირდაპირი რეისები თბილისიდან მიუნხენში სრულდება Lufthansa-ს მიერ.

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა არ არის, დუბაი შემოდგომაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა საქართველოდან. ამინდი ზაფხულზე გაცილებით რბილია, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბურჯ ხალიფა, ისიამოვნოთ პლაჟებით და შოპინგით. პირდაპირი ფრენები თბილისიდან დუბაიში სრულდება Flydubai-ს მიერ, ხოლო Air Arabia-ს პირდაპირი რეისები ქუთაისიდან შარჯაში ხელმისაწვდომია, რაც მოგზაურებს დამატებით კომფორტს სთავაზობს.

როგორ დაგეგმოთ შემოდგომის მოგზაურობა?

შემოდგომის მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ:

შემოდგომა ევროპაში მოგზაურობისთვის მართლაც უნიკალური დროა. დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა, აირჩიეთ სასურველი მიმართულება და მოემზადეთ დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version